„დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარიამ გადაცემა „ლელასთან" სტუმრობისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ სიზმრებს ხშირად ხედავს. „პუტინს წავართვი აფხაზეთი, ოღონდ სრული სერიოზულობით, მახსოვს დეტალები, დელეგაციით როგორ შევედი" - ამბობს ელენე ხოშტარია.
„პოლიტიკური სიზმრების სერიალები მაქვს. თან გაგრძელებებით. ერთი, პუტინს წავართვი აფხაზეთი, ოღონდ სრული სერიოზულობით, მახსოვს დეტალები, დელეგაციით როგორ შევედი.
კლინტონთან მაქვს მრავალწლიანი მეგობრობა იმდენად ხშირად მესიზმრება, თითქოს ჩავდივარ ვაშინგტონში, გავიპარეთ, ყავა დავლიეთ… იმას ჰქონდა არჩევნები, ჩამოვიდა და მე დავასვენე. ყველა სიზმარი გრძელდება იქიდან, სადაც დასრულდა.
აქ რომ იყო ჩამოსული, დელეგაციაში ვიყავი ერთი რიგითი ჭანჭიკი, ხელი უნდა ჩამომერთვა. მართლა მქონდა მოლოდინი რომ უნდა მომეკითხა, იმდენად სიზმრებში ხშირად ვხედავდი.
რომანი მქონდა რეიგანთან, რომელმაც ჩამომაკითხა აქ ყვავილებით…“, – ამბობს ელენე ხოშტარია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: როგორ იქცევა საზოგადოება მაშინ, როდესაც ქუჩაში ძალადობის ფაქტს აწყდება
🔵ნიკოლაძის ქუჩაზე მოკლულ ნიკა კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ