დღეს გადაცემა „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი სტუმარი ექიმი - სექსოლოგი ლევან კობალაძე იყო, რომელმაც სექსუალური განათლების საჭიროების შესახებ ისაუბრა და მან ერთ-ერთი წყვილის მაგალითი მოიყვანა. როგორც თავად ამბობს, არსებობენ ისეთი ცოლ-ქმარი, რომლებიც უშვილობაზე მკურნალობდნენ და აღმოჩნდა, რომ მათ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონიათ.
„არსებობენ წყვილები, რომლებიც წლები დადიან რეპროდუქტოლოგებთან, სხვადასხვა ექიმებთან, ათასობით ლარს ხარჯავენ მკურნალობაში და ბოლოს შემთხვევით აღმოჩნდება, რომ მათ სექსუალური კონტაქტი საერთოდ არ ჰქონიათ“, - განაცხადა ლევან კობალაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება
🔵„ჩავიფიქრე, მჯეროდა, მოვინდომე, მივაღწიე“ - რა ფოტოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე