Digest Logo

🎥 VIDEO: „გავიკეთე და სქესი დავკარგე, სექსის სურვილიც არ მაქვს... ეს აცრა კაცობრიობის მარეგულირებელი ბიოლოგიური იარაღია“ - იუნა შაფათავა

1644072604
სექსიმბოლო იუნა შაფათავა

„ნიუ-იორკი დიდი ჯუნგლია და ვერსად ვერ ვიმუშავებდი. ხაზს ვუსვამ - ვერსად (!) ჩემი კვალიფიკაციით, ეს აცრა რომ არ გამეჩხირა. ახლა ბუსტერს გვთხოვენ და უარზე ვარ. უამრავი ხალხია, ვისაც აცრა არ გაუკეთებია. დანაზოგი ჰქონდათ, ან სხვა შტატებში გადავიდნენ. ბევრი წამოვიდა სამსახურიდან, მე გავიკეთე და სქესი დავკარგე და იმუნიტეტი დამიქვეითდა და კი ვყვები და ვამბობ სიმპტომებს!“, - ამის შესახებ მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში საჯაროდ წერს.

„მგონი არასოდეს დამიდვია, ხომ?

მიყურეთ. ეს ის დღეა, იმუნოდეფიციტი რომ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ვებრძვი იმ დღიდან.

შარშანდელია. აცრილი რომ ვარ, არ ნიშნავს, რომ არ ვაზროვნებ.

ნიუ-იორკი დიდი ჯუნგლია და ვერსად ვერ ვიმუშავებდი - ხაზს ვუსვამ - ვერსად (!) ჩემი კვალიფიკაციით, ეს აცრა რომ არ გამეჩხირა.

ახლა ბუსტერს გვთხოვენ და უარზე ვარ. უამრავი ხალხია, ვისაც აცრა არ გაუკეთებია, დანაზოგი ჰქონდათ, ან სხვა შტატებში გადავიდნენ. ბევრი წამოვიდა სამსახურიდან, მე გავიკეთე და სქესი დავკარგე და იმუნიტეტი დამიქვეითდა და კი, ვყვები და ვამბობ სიმპტომებს!

მიყურეთ! ან კლიმაქსის ან სიბერის ამ ქალს რა ეტყობა? უმაგრესი „ბოიფრენდი“ მყავდა იმ პერიოდში - ახლაც მყავს, სხვა შტატში ცხოვრობს და მე არ მცალია, სურვილიც არ მაქვს სექსის.

კი, მე yuna shapatava-ს სექსის სურვილიც არ მაქვს და სექსის ყველა მცდელობაზე სისხლის დენა მეწყება, ან ტკივილები და უბრალოდ, ვარჩევ ჯანმრთელობა აღვიდგინო ჯერ და სხვა რაღაცებზე ვიფიქრო.

იმედია ცოტა გონს მოვლენ პლაცებოგაჩხერილი ისწერიჩკები თბილისის გუბერნიიდან.

პლაცებო დაგირიგეს, საქართველო არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე და ძალიან ძვირია აცრა, ფეხებზე კიდიხართ ყველას, წყალი შეგიშხაპუნეს!!! ამიტომაც ხდებით ისევ ავად, დაბუსტერებულებიც კი.

აქაც ხდებიან ავად, მძიმედ, დაბუსტერებულებიც და შეიგნეთ, თუ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა განაცხადეს უარი ამ საწამლავ აცრაზე და ჯარიდან ითხოვენ, ცოტა ტვინი გაანძრიეთ!

ჯოკოვიჩს შეგახსენებთ აქვე! კი, მსოფლიოს არ სძინავს! და ეს აცრა და თვითონ კოვიდი, კაცობრიობის მარეგულირებელი მილიონერების მორიგი ბიოლოგიური იარაღია და კი, იზრუნეთ სულზე! სულზე, რადგან ესაა მიზანი, ჰუმანიზმის წაშლა!

ჯანმრთელობას და ადამიანობას გისურვებთ, პლაცებო აცრილ და აუცრელებს!

პ.ს. დავამატებ: გადაღებებზე აცრის გარეშე არ დაიშვებოდი. ახლა უკვე ანონიმურად აგზავნი აცრილობის სტატუსს და გაძლევენ გამონაკლისს, ანონიმურად. მე ვერ მოვიცადე. იმედია ესეც დაგაფიქრებთ. უფლება არ მაქვს, დავდო პროტოკოლი, დაიჯერეთ, იცით, არასოდეს ვტყუი, ღმერთის მწამს!“, - წერს იუნა შაფათავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ერიდეთ ჰოროსკოპებით ცხოვრებას, თორემ დიდ დარტყმებსა და ტრავმებს ვერ ასცდებით“ - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

🔵„2 წლის მერე პირველად ისვენებს... უდიდეს გამარჯვებად ვთვლით, რომ წამოვიყვანეთ“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი

🔵„დროში გაჩერებული მომენტივითაა - ვიღაც წყლის დასალევად გავიდა და კადრი დააპაუზა. ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს“ - მაიკო ჭითაია

🔵VIDEO: „მენატრები და მალე გნახავ თბილისში“ - როგორ მიულოცა გიორგი ფხაკაძემ ია ფარულავას დაბადების დღე

🔵„წყალში გადაყრილი ფულია“ - ზაზა თელია ქალებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს