სულ ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება იყო სასესიო დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიასა და უმრავლესობის რამდენიმე წევრს შორის. ადგილზე იმყოფებიან თინა ბოკუჩავა, ელენე ხოშტარია, გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა წევრები.
მათმა ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავა.
ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ ისინი უმრავლესობის წევრებს, სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, სანამ ღარიბაშვილი არ გადადგება.
მამუკა მდინარაძის განცხადებით ხალხი, რომელიც შეიჭრა პარლამენტის შენობაში, პროვოკაციისთვის მივიდნენ იქ.
ადგილზე იმყოფება მანდატურის სამსახური. დარბაზში შესვლა სურდათ მედიის წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ვატო წერეთელმა მოახერხა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, თუმცა მანდატურის სამსახურმა უშუალოდ სასესიო დარბაზში არ შეუშვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მშვიდობიანი ბრძოლა ეს არის თქვენი და თქვენი ოჯახების გადარჩენა"- გიორგი მარგველაშვილი