Digest Logo

„29 წლის ოჯახი იმიტომ დაგვენგრა, რომ ჩემი ქმარი, ჩემი ბიოლოგიური დედის ძმისშვილი აღმოჩნდა" - უმძიმესი ისტორია

1626080935
უცნობი ქალის ისტორია

ფეისბუკ დახურულ ჯგუფში „ვეძებ“ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თავის ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს. როგორც თავად ამბობს, ქმართან 29 წლის თანაცხოვრების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ქმარი მისი ბიძაშვილი აღმოჩნდა. 

„მინდა, გული გადაგიშალო და გაგანდო ჩემი რთული და მძიმე ისტორია, რომელიც მუდმივად სულს მიწამლავს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ვარ ექიმი. ვიყავი დედისერთა განებივრებული გოგო და შემიყვარდა ჩემი კურსელი ბიჭი. დავქორწინდით დიდი სიყვარულით და ეს სიყვარული დღემდე მოგვყვებოდა, რომ არა კვალზე გასვლა და დნმ პასუხი. გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, ერთი დაოჯახებულია და პატარა სტუდენტი. მყავს მაზლიც და მულიც. ორი წლის წინ გავიგე, რომ ვიყავი ნაშვილები და დავიწყე ბიოლოგიური მშობლების ძებნა.
ჩემმა დედამთილმა მითხრა,რომ ჩემი მეუღლეც ნაშვილები ჰყავდა და მერე ეყოლა თავისი ბიოლოგიური შვილები..
ასე დავიწყე ჩემი და ჩემი მეუღლის ბიოლოგიური ოჯახის მოძებნა, გავედი ჩემი სანათესავოს კვალზე, ჩავიტარეთ დნმ და ჩემი მეუღლე ჩემი ბიოლოგიური დედის ძმისშვილი აღმოჩნდა. აღარ მოვყვები, რა დატრიალდა ჩემს სულში და გონებაში, რატომ ვცადე თვითმკვლელობა, მიზეზი დღემდე არ იციან ოჯახში, მეუღლის გარდა. ჩვენ ორმა ვიცით სიმართლე. ზიზღი გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ და დავშორდით, ერთი თვეა. ყველა შოკშია, 29 წლიანი ტკბილი ოჯახი რატომ დავანგრიეთ, ვერ იგებენ. მინდა, ეს წაიკითხოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც სხვის სულში ძვრება და ეუბნება არ მოძებნოს ბიოლოგიური ოჯახი. ასეთი უბედურება დამატყდა თავს. ჩემს შვილებს ვერ ვეტყვი არ მინდა დავღუპო და გავაუბედურო. აღარც ღმერთის მწამს და აღარც არაფრის. რატომ არ დამიფარა უფალმა,რატომ?",- წერს მომხმარებელი.

👇ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს იყო სულში ჩაფურთხება და ლექსოს მეორედ სიკვდილი, ფონიჭალაში იყო-ო“ - მირანდა ბაღათურია

„დღეს ეს გოგო გაფრინდა… გული მაქვს გახეთქვაზე...“ - ვინ არის 30 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსმა შეიწირა და 14 დღის შვილი დარჩა

ნორვეგიაში „ფაიზერით“ აცრის შემდეგ ქალებს მკერდის ზრდა დაეწყოთ - რას პასუხობენ ექსპერტები?