Digest Logo

რა აკავშირებს ამირან გამყრელიძეს ლექსოს ოჯახთან?

1626164838
გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც გამყრელიძე ამბობს, იგი ლექსოს კარგად იცნობდა და ოჯახთანაც ახლოს იყო.

 

 

„საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან. ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან.

მე, მისი დედა და დეიდა ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით.

მისი ბაბუა კი ჩვენი მასწავლებელი, გამორჩეული ქირურგი იყო. ბევრი რამე გვაქვს მისგან ნასწავლი, ამიტომ ეს ტრაგიკული შემთხვევა უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მოკვდა არეულ საწოლში... პირღია მოკვდა. რა სირცხვილია! რას იფიქრებენ?“ - რას წერენ სოციალურ ქსელში?

„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი

2 შვილის მამა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მშობელი და ძალადობას „შეწირული“ - ცოტა რამ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ