„თანაცხოვრების 2 წელი გაგვიხდა დღეს. ეგ დღე იყო, როცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ერთი ზედმეტი სხეულით უნდა ვიარო მთელი ცხოვრება“, – ამის შესახებ 20 ივლისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს და თვალის იმპლანტის ფოტოს აქვეყნებს.
„ეგ კი არა, ამ ორ წელში რამდენი რამე მოხდა, რაც თითქოს საკმარის (უფრო მეტი თუ არა) უნდა ყოფილიყო ყველასთვის, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავით, არა? სულ მცირე კარტოფილზე და ხახვზე მაინც არ გაყიდულიყო ხალხი.
მერე ლუკას [სირაძე] ამბავიც იყო, რომლის მკვლელი თავისუფალია და როგორც მშვიდად გადაიარა მისმა გარდაცვალებამ, ისევე მშვიდად გადაიარა მისი მკვლელის გარეთ ყოფნამ. ნიჰილიზმი ცუდიაო გავკიოდით, ძალადობა ცუდიაო მაგასაც.
18 წლის გოგოს თვალი როგორ ამოგთხარესო ეგეთებიც მითხრეს. 15 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანესო და სისტემა უნდა დაინგრესო თუ რაღაც ეგეთი შეძახილებიც იყო, თუ რავი. უი კიდე ის, მოძალადე პრემიერი რო მოძალადე პრემიერით ჩანაცვლდა.
გაბრაზებული მახსოვდა ყველა – მეგობარი, მეზობელი, თანამებრძოლი, ნათესავი, ყველა.
ამდენი ხანია გასული და იგივეა ყველაფერი, არც გაგიკვირდებათ და უარესიცაა. ისიც აღარ ვიცი რა ვთქვა ხოლმე. ხალხი გაბრაზებული აღარაა. ხალხი მიჩვეულია. სისტემა არ დაინგრევა, სისტემაზე ადრე ჩვენ დავინგრევით ან ვინც გაასწრებს, წავა“, — წერს გომური სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵უნდა აიცრათ თუ არა დიაბეტის, წნევის, ასთმის და გადატანილი ინფარქტის ფონზე – რჩევები კულუმბეგოვისგან
🔵„აუცრელი ადამიანები საავადმყოფოში წამებით კვდებიან“ - ფხაკაძის გაფრთხილება მოქალაქეებს
🔵უნდა ავიცრათ თუ არა და რა საშიშროებაა აცრის დროს? - ზურა სიხარულიძე