ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ბინის ჩამონგრევას მცირეწლოვანი გადაურჩა. ბავშვის დედა ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი ქმარ-შვილი შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩნენ, თუმცა დაღუპული 9 ადამიანი მათთვის დიდი ტკივილია.
„მანქანა ზუსტად იქ გვედგა, სადაც ბინა ჩამოინგრა. ბავშვს მხოლოდ ფეხი აქვს გაბზარული და დღეს ვიზიტზე გვყავდა მიყვანილი. მართლა სასწაულად ვართ გადარჩენილი, მაგრამ ის 9 ადამიანი, რომელიც დაიღუპა საქართველოს ტკივილია. ყველაზე საშინელებაა და არავის ვუსურვებ ამის გამოცდას“, - ამბობს გადარჩენილი ბავშვის დედა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გამოთქმული „მწუხარება" ფარისევლურია და დაგვიანებულად მეჩვენება" - ჯამბულ აბულაძე ბათუმის ტრაგედიაზე