ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, თეკლა ტაბატაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბათუმში მომხდარი ინციდენტი და ჭირისუფალთან ინტერვიუს ჩაწერა მიუღებელია, თუმცა ამ ქმედებაში მისთვის დამნაშავე მხოლოდ ახალგაზრდა ჟურნალისტი არ არის.
„ორი დღეა თან რომ გლოვობ და თან ახალგაზრდა ჟურნალისტს რომ ათრევ კედელ-კედელ. შეცდომაზე, რომელზედაც განაცხადა ამ გოგომ რომ მისი ბრალია, განიცდის და გული სტკივა. ვის უნდა ასეთ დროს შენი გლოვა? ვინ ხარ, ვინ სიკვდილი ხარ ყველა ცოდვას ამ დროს ახალგაზრდა გოგოს რომ აკიდებ?
გავეშებული საზოგადოება, რომელსაც სურს ვირზე შესვას კოლეგა და მანაც ესროლოს ტალახი, იმ ენით აღუწერელ ტრაგედიაზე კი არ დუმს, არამედ ეძებს იმ ვიდეოს და იძახის - „დამილინკეთ“ ერთი რა თქვა ამნაირი"...
ფუ რა საშინელი ხალხი ვართ, გულის ამრევი. შევაფასოთ, რომ ცუდია რაც გააკეთა, დავგმოთ კი ბატონო, რადგან არ იცოდა (სავარაუდოდ), რომ პატივი უნდა ეცა ჭირისუფლისთვის. მაგრამ ასეთი აგრესია? რა საცოდავები ხართ როცა დაბოღმილი, ერთ კაფანდარა გოგოს ლანძღავთ აუტანელი სიტყვებით. ვის რად უნდა თქვენი გლოვა?
როცა ასე უსამართლოა სამყარო, როცა სხვათა ბიზნესს ბავშვები ეწირებიან. იღუპებიან საშინელი სიკვდილით, თუ არაფრის ტ@@კი არ გვაქვს დავდუმდეთ მაინც. დავდუმდეთ ბატონებო!
მე ორი დღეა დავდუმდი, რადგან არ ვიცი რა ვქნა...", - წერს, დათო ლიკლიკაძე.
შეგახსენებთ, რომ თეკლა ტაბატაძემ საზოგადოებას ბოდიში უკვე მოუხადა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. გავიგონე ქალის კივილი, ტირილი... ყველა საკუთარ ოჯახის წევრს ეძებდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთამდე“ - ემოციური წერილი ბათუმიდან
🔵„უხდებით ერთმანეთს" - გიორგი ფხაკაძე და ია ფარულავა ერთად არიან?
🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - ნინო ხაჟომია
🔵„სახლში ანგელოზი სადედოფლო კაბით კუბოში ეწვა და თვითონ სამართალს ითხოვდა“ - გოგოს, რომელიც ქორწილის წინა დღეს გარდაიცვალა, ბიძა მოუკვდა