ქართველი ფილოლოგი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი თამაზ ტყემალაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თამაზ ტყემალაძე ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ტელე-რადიოკომიტეტში იყო რადიო გადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურის ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები. იგი მრავალი ათეული წელი იყო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი.
თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵იტალიაში ქართველი ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ემიგრაციაში 13 წელი გაატარა