საზოგადოება • 1754854833
2020 წლის 31 მარტს 81 წლის
ასაკში ანსამბლ
„რუსთავის“ დამფუძნებელი
ანზორ ერქომაიშვილი
გარდაიცვალა. ანზორ
ერქომაიშვილი პირველ
საუნივერსიტეტო კლინიკაში
იმ წლის 19 მარტს
კორონავირუსის დიაგნოზით
შეიყვანეს და მართვით
სუნთქვაზე იმყოფებოდა.
დღეს იგი 85 წლის გახდებოდა.
ლოტბარი, ფოლკლორისტი,
დირიჟორი, ხალხური
სიმღერების შემკრები დღეს
ოზურგეთში გაიხსენეს.
დრამატულ თეატრში ანზორ
ერქომაიშვილის
იუბილესადმი მიძღვნილი
კონცერტი სახელმწიფო
აკადემიურმა ანსამბლმა
„რუსთავმა“ გამართა,
რომელიც ანზორ
ერქომაიშვილმა
მეგობრებთან ერთად 1968 წელს
დააარსა.
იხილე მეტი