Digest Logo

ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა - „მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ქართველი ხალხის წინაშე“

1774946137
ანზორ ერქომაიშვილი

ანსამბლ „ერისიონის“ ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი ქორეოგრაფისა და ღვაწლმოსილი ადამიანის, ანზორ ერქომაიშვილის შესახებ წერს.

მისი გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა:

„ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, ხალხური სიმღერის გადამრჩენელისა და შემგროვებელის, ეპოქალური პიროვნების ბნ-ი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.

სწორედ მის სახელს უკავშირდება ასობით აღდგენილი ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი. ასევე იუნესკოს მიერ ქართული ხალხური სიმღერის არამატერიალურ კულტურულ შედევრად აღიარება. „ერისიონის” თითოეული წევრი დიდი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით ვიხსენებთ მას. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ქართველი ხალხის წინაშე“, - წერს „ერისიონის“ ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ორი ჭიქა ცხელი წყალი და „ტარაკანის პოზა“ - რჩევები მუცლის ცხიმის შესამცირებლად ნინო ვაშაკიძისგან

🎥 „გადავწყვიტეთ, ასე წავიდეთ“ - თამაზა და გიორგი ნაზღაიძე რიკი მარტინის კონცერტზე წასასვლელად ემზადებიან

⭕ ფინანსური სუვერენიტეტი და მატერიალური გრავიტაცია: რა იცვლება 30 მარტიდან? - რას წერს რამაზ გიგაური