ლაშა გურული რინგზე
ბრუნდება. მისი მეტოქე
იქნება ლიამ დილონი, ბრძოლა
გაიმართება 20 ივნისს,
საუთჰემპტონში. ეს
დაპირისპირება იქნება
ნაწილი იმ ივენთისა,
რომელიც რაიან გარნერისა
და მაიკლ მანეზის WBC-ის
დროებითი ტიტულისთვის
ბრძოლით დაგვირგვინდება.
საქართველოში კერძი
მხოლოდ საკვები არ არის. ის
არის ტრადიცია, იდენტობა და
ადამიანებს შორის
კავშირის ფორმა. თითოეულ
სუფრას, რეცეპტს და გემოს
თავისი ისტორია აქვს,
რომელიც თაობიდან თაობას
გადაეცემა და ქვეყნის
კულტურულ მეხსიერებას
ინახავს. ეკა სალუქვაძე
გადაცემაში „პრაიმ შოუ“
გვიამბობს გურიის
ტრადიციულ სუფრასა და მის
უნიკალურ გემოებზე:
ჩეხეთის დედაქალაქ
პრაღაში ფიგურულ
ციგურაობაში მსოფლიო
ჩემპიონატის ბოლო დღეს
საქართველოს ნაკრების
წევრებმა, დიანა დევისმა და
გლებ სმოლკინმა სპორტულ
ცეკვებში თავისუფალი
პროგრამა წარმოადგინეს.
ჩეხეთის დედაქალაქ
პრაღაში მიმდინარეობს
მსოფლიო ჩემპიონატი
ფიგურულ ციგურაობაში.
ვაჟთა შორის ერთეულებში
თავისუფალი პროგრამა
წარმოადგინა ქართველმა
მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ.
ჩეხეთის დედაქალაქ
პრაღაში ფიგურულ
ციგურაობაში 2026 წლის
მსოფლიოს ჩემპიონატი
მიმდინარეობს. დიანა
დევისისა და გლებ
სმოლკინის წყვილმა რიტმულ
ცეკვებში იასპარეზა.
სპორტის სამინისტროს
ინფორმაციით, მათ
მსაჯებისგან 79,34 ქულა
დაიმსახურეს და გამოსვლა
მეათე ადგილზე დაასრულეს.
ისინი თავისუფალი
პროგრამით 28 მარტს
იასპარეზებენ.
მილანში 2026 წლის ზამთრის
ოლიმპიადაზე ფიგურულ
ციგურაობაში
გალა-წარმოდგენა მოეწყო.
ტრადიციულ ღონისძიებაში
მონაწილეობა ლუკა
ბერულავასა და ანასტასია
მეტელკინას სპორტულმა
წყვილმა და ნიკა ეგაძემ
მიიღეს.
მილანსა და კორტინაში
მიმდინარე ზამთრის
ოლიმპიურ თამაშებზე დღეს, 13
თებერვალს ფიგურულ
ციგურაობაში თავისუფალ
პროგრამას კაცები
წარადგენენ და მედლების
მორიგი კომპლექტი
გათამაშდება.
მილანსა და კორტინაში
მიმდინარე ზამთრის
ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა
ერთეულთა თანრიგში
თავისუფალი პროგრამა
წარმოადგინა ნიკა ეგაძემ.
მსაჯებმა მას 154.79 ქულა
დაუწერეს.
ქართველმა მოციგურავემ,
ნიკა ეგაძემ ინგლისის
ქალაქ შეფილდში მიმდინარე
ფიგურული ციგურაობის
ევროპის ჩემპიონატზე
ოქროს მედალი მოიპოვა.
უმაღლეს დონეზე
შესრულებული მოკლე
პროგრამის შემდეგ ეგაძე
პირველ ადგილზე იყო 91.28
ქულით. თავისუფალ
პროგრამაში კი 181.72
დაიმსახურა და ჯამში 273
ქულით ევროპის ჩემპიონი
გახდა.