სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის
ანტიკორუფციულმა
სააგენტომ თბილისში,
ქუთაისსა და ბათუმში ყალბი
სამედიცინო მოწმობის
დამზადებისა და კომერციულ
მოსყიდვაში დახმარების
ფაქტებზე სამი პირი
დააკავა. ამის შესახებ
სუს-ში ბრიფინგზე
განაცხადეს.
ვაკის პარკში შშმ პირების
უსაფრთხო
გადაადგილებისთვის
ადაპტირებული ლიფტი
მოეწყო. შპს „თბილსერვის
ჯგუფის“ პროექტის
ფარგლებში, ძველი,
ამორტიზებული
კონსტრუქციის დემონტაჟის
შემდეგ, ვერტიკალური
დახურული პლატფორმა და
პანორამული შახტით
ჰიდრავლიკური ტიპის ლიფტი
დამონტაჟდა.
სექსუალური ექსპლუატაციის
ბრალდებით თბილისში
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი
დააკავეს, რომლებიც 40 წლის
შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ქალს სხვადასხვა
კაცებისთვის სექსუალური
მომსახურების გაწევას
აიძულებდნენ, მიღებულ
თანხას კი თავად
ეუფლებოდნენ. ინფორმაცია 5
თებერვალს „კურიერმა“
გაავრცელა.
პროკურატურამ შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე
პირის მიმართ ჯგუფურად
ჩადენილი ტრეფიკინგის
ფაქტზე ორ პირს ბრალდება
წარუდგინა. გამოძიების
ინფორმაციით, სექსუალური
ექსპლუატაციის ბრალდებით,
თბილისში ახალგაზრდა
ცოლ-ქმარი დააკავეს.
შინაგან საქმეთა
სამინისტრომ შშმ პირის
მიმართ ჯგუფურად
განხორციელებული
ტრეფიკინგის ფაქტზე ორი
პირი დააკავა. უწყების
ცნობით, ბრალდებულები შშმ
პირს თბილისში, მტკვრის
მარცხენა სანაპიროს
ტერიტორიაზე დადგომას და
სხვადასხვა პირთან
სქესობრივი კავშირის
დამყარებას აიძულებდნენ.
ასევე, მის მიმართ ფიზიკურ
და ფსიქოლოგიურ
ძალადობასა და მუქარას
ახორციელებდნენ.
დანაშაული 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
თბილისის მერმა კახა
კალაძემ შპს „თბილსერვის
ჯგუფის“ წარმომადგენლებს
მათ ბალანსზე არსებული
შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის
განკუთვნილი
სპეციალიზებული ლიფტების
რეაბილიტაცია დაავალა.
დედაქალაქის მერის, კახა
კალაძის განცხადებით,
საზოგადოებრივი
ტრანსპორტისთვის
განკუთვნილ გაჩერებებზე
კერძო ავტომანქანების
გაჩერება აკრძალულია,
თუმცა, ამის მიუხედავად,
მსგავსი ფაქტები ხშირია.