
სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა კაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ.
ინფორმაცია 5 თებერვალს „კურიერმა“ გაავრცელა.
მათვე ცნობით, ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით, მსხვერპლი იძულებული იყო მთელი დღის განმავლობაში სექსუალური მომსახურება არაერთი კლიენტისთვის გაეწია.
საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც.
ირკვევა, რომ საკმარისი თანხის არქონის გამო შშმ ქალი ბრალდებულმა ლევან აბულაძემ სასაფლაოზე აიყვანა და სასტიკად სცემა. საქმის მთავარი ფიგურანტია მისი მეუღლე, 48 წლის ხათუნა აბულაძე, რომელსაც ქმარი ძალადობის შემდეგ ანგარიშს ტელეფონით აბარებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში ისმის, თუ როგორ აიძულებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
ამ გზით გამომუშავებულ თანხას კი ცოლ-ქმარი სრულად ეუფლებოდა. მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ქალს დღის განმავლობაში საკვების მიღებასაც კი უკრძალავდნენ.
რა განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი: 1986 წელს დაბადებული ლ.ა. და 1977 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, 1986 წელს დაბადებულ შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება:
პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა ცოლ-ქმარს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, შშმ ქალს მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.
მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაიზარდა პატარა“- ლაშა ბექაური ბოკვერთან ერთად გადაღებულ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს