18 მაისს, 20:00 საათზე,
ოზურგეთის თეატრალურ
მოედანზე, ჯემალ ჭკუასელის
90 წლის იუბილესთან
დაკავშირებით, ანსამბლ
„ერისიონის“ კონცერტი
გაიმართება, - განაცხადა
ოზურგეთის მერმა ავთანდილ
თალაკვაძემ
მუნიციპალიტეტის
სხდომაზე. როგორც მერმა
აღნიშნა, მაყურებელი
იხილავს შოუპროგრამას -
„ქართული საგანძური“.
„ზუსტად ესაა
ღირებულებითი
განსხვავება: ერთ მხარეს
არის ხალხის სიყვარული,
ხოლო მეორე მხარეს ფულის
დაკარგვის შიში“, - ასე
ეხმიანება ანალიტიკოსი
ზურაბ ქადაგიძე
ოპოზიციური პარტიების
მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის
გათავისუფლების მოთხოვნით
დღეს გამართულ აქციას.
„დღეს, საქართველომ
ცნობილი მომღერალი,
საქართველოს სახალხო
არტისტი ჯემალ ჭკუასელი
ბოლო გზაზე გააცილა. უამრავ
ხელოვანსა და
დამსახურებულ ადამიანებს
შორის ვიდექით ჩვენც,
უბრალო ხალხი, მგლოვიარე
განწყობითა და მის მიერ
გაკეთებული საქვეყნო
საქმისადმი მადლობით
აღსავსე გულით“, - წერს
სოციალურ ქსელში საჯარო
მმართველობის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი.
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ცნობილი
მომღერლისა და ხელოვნების
დამსახურებული მოღვაწის
ჯემალ ჭკუასელის
გარდაცვალების გამო
მწუხარებას გამოთქვამს.