Digest Logo

ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

1639807806
ჯემალ ჭკუასელი

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ჯემალ ჭკუასელი 1976-1979 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. ჯემალ ჭკუასელს 1990 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, 1995 წელს კი ღირსების ორდენის კავალერი წოდება მიენიჭა.

2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. 2015 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ჩალიჩობენ“, რომ რამენაირად შეაშინონ ის, ვინც ერთხელ არის აცრილი, რომ მეორე დოზა აღარ გაიკეთონ“ - რას წერს ბაკურ სვანიძე

🔵ტრაგედია ქორწინების დღეს, 3-ჯერ სიკვდილს გადარჩენილი, შეცვლილი ცხოვრება და „კაცის მკვლელობა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილის უცნობი ამბები

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი