იტალიაში, ყველა სექტორში დასაქმებულებისთვის კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო გახდა. მთავრობამ შესაბამის დადგენილებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ახალი წესი 15 ოქტომბრიდან შევა ძალაში. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქართველი ემიგრანტი, ლელა ლაჩაშვილი.
„15 ოქტომბრიდან, იტალია იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, რომელშიც შეუძლებელი იქნება ქარხანაში, ოფისში, პროფესიულ სტუდიაში და სხვა ნებისმიერ სამუშაო ადგილზე შესვლა მწვანე ბარათის გარეშე.
პროფკავშირის ლიდერებთან დაპირისპირება მკაცრი და მწარე იყო, მაგრამ პრემიერი მარიო დრაგი პირდაპირ წავიდა. მწვანე სერტიფიკატი ყველასათვის საჭირო იქნება, ასევე საჯარო და კერძო თანამშრომლებისთვის.
დებულების სფეროს განსაზღვრის კრიტერიუმია სამუშაო ადგილზე წვდომა, მეთოდი, რომელიც პენსიონერებს, დიასახლისებსა და უმუშევრებს არიდებს გარე პრობლემებს.
დადგენილებაში დაიწერება, რომ მწვანე ბარათის გარეშე მუშებს ასევე მკაცრი სანქციები ექნება”, - წერს ლელა ლაჩაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის
🔵ასტროლოგებმა სექტემბრის ყველაზე იღბლიანი თარიღები დაასახელეს