სანზონაში მოკლული 15 წლის დავით კრავეიშვილის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება ნარინჯისფერი ჰუდის გამო დაიწყო. მომხდარს სოციალურ ქსელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი ავთო დვალიშვილი ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს. მისი თქმით, მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა.
„15 წლის ბავშვი მოკვდა... უბედურება... ყველა ვიყავით ამ ასაკში და ვიცით რა როგორ ხდება....
ახლა ვუყურე „ტვ1-ზე“ მარიამის რეპორტაჟს და ძალიან იმოქმედა სავარაუდო მკვლელის ბებიამ...
ზოგადად იმოქმედა ამბავმა, რომ ტანსაცმლის გამო მოკლეს ბავშვი... ვერ აღვწერ....
თავს მივცემ უფლებას, რომ მოწოდებასავით გამომივიდეს...
გოგოებო, ბიჭებო, გთხოვთ, არაფერი ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად... თქვენი მეგობრის ფასად...
დაუკვირდით რას, როგორ, ვის ეტყვით....
15-16 წლის, კი პატარები ხართ, მაგრამ იმდენად დიდები ხართ, რომ პასუხი მოგეთხოვოთ... აუცილებლად...
ამასობაში, ბავშვი მიწაშია, ყველას ეშველება, მას არა... არც მის მშობლებს...“,- წერს ავთო დვალიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ათი წელი დასჭირდა, ჩემი რეალური მიზნის მიღწევას, ათი ტკივილიანი და დარდიანი წელი“ - ემიგრანტის ემოციური წერილი
რა არ უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და რა ფერებზე გავაკეთოთ არჩევანი - როგორ დავხვდეთ „ცისფერ ვეფხვს“
„კოვიდის გამო ყველა ძვალი და რბილი რომ გტკივა სულის ტკივილამდე და ჯერ კიდევ არ იცი, წინ რა ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევს“ - მეგი გოცირიძე
„წერა-კითხვა ასწავლეთ ამათ, ვაქცინის კაბინეტში ვინც ზის და წესით პირველი მაგათ რომ უნდა იცოდნენ, რა არის ვაქცინის ჩვენება და რა უკუჩვენება“ - რა შეემთხვა არჩილ მარშანიას
„36 წლის გოგოა, 4 წლის შვილი ჰყავს და სატაქსაოდ დღეში რამდენჯერმე გამოდის, რადგან დიდი ხნით ვერ ტოვებს შვილს" - თამო კეშელავა
VIDEO: „საქართველო მომავალში ხდება ნეიტრალური სახელმწიფო, მსგავსი შვეიცარიისა“ - რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია
„როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ მოვაყოლინე, მეტი არ დავაწერინე...“ - რას წერს ლევან ბოკერია ბაბუაზე
„ჩავაცხრობდი მუდმივი აურზაურის ერთ მთავარ წყაროს... ძალიან კოხტა ამბავი იქნებოდა, კარგი მაგალითიც“ - ვის განიხილავს ჯანდაცვის მინისტრად ნათია ფანჯიკიძე