სანზონაში მოკლული 15 წლის დავით კრავეიშვილის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
„TV პირველის“ ინფორმაციით, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება ნარინჯისფერი ჰუდის გამო დაიწყო, რომელიც სანზონაში მცხოვრებ ერთ-ერთ გოგონას თანატოლმა ბიჭმა გამოართვა და აღარ დაუბრუნა. 6 თვის შემდეგ გოგონამ ეს ამბავი მის შეყვარებულს მოუყვა, რის შემდეგაც მან მეორე მხარეს შეხვედრა დაუნიშნა.
დაკავებული არასრულწლოვანი შეხვედრაზე მეგობარ, მეზობელ არასრულწლოვანთან ერთად წავიდა. ადგილზე მისულს ახალგაზრდების დიდი ჯგუფი დახვდა.
დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებით გარშემორტყმულმა არასრულწლოვნებმა დასახმარებლად მამებს დაურეკეს, თუმცა მათ დაპირისპირების გამწვავებამდე ადგილზე მისვლა ვერ მოასწრეს.
„რა უნდა ვუთხრა მე იმ გამწარებულ დედას, 15 წლის ბავშვი რომ მიწაში ჩადო. მე ჩემსას არ ვდარდობ, იმ ბავშვს ვდარდობ, 15 წლის ბავშვს, მიწაში არაფრის გულისთვის რომ ჩაიდო“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ბებია.
ტანსაცმლის გამო დაწყებულ კონფლიქტში მოკლული დავით კრავეიშვილი შემთხვევით მოხვდა. იგი არცერთ დაპირისპირებულ მხარეს კარგად არ იცნობდა და უბრალოდ ნაცნობებს გაჰყვა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ნახეთ, რა გელოდებათ 13-დან 19 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს