Digest Logo

„როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ მოვაყოლინე, მეტი არ დავაწერინე...“ - რას წერს ლევან ბოკერია ბაბუაზე

1639216891
ბოკერიები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას შვილი ლევან ბოკერია ბაბუის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილთან ერთად გატარებულ დღეებს იხსენებს.

„ბოლო პერიოდში, ძალიან ვცდილობდი ლელოსთან ბევრი მესაუბრა. იმისთვის, რომ აქტიურად ყოფილიყო და გონებას ევარჯიშა. ვთხოვდი მოეყოლა ან დაეწერა მოგონებები, ისტორიები და თავგადასავლები მისი ცხოვრებიდან. რამდენიმე ისეთი რამ მომიყვა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ როგორ ერთობოდნენ ახალგაზრდობაში, როგორ მოგზაურობდნენ და იკარგებოდნენ, როგორ აირჩია პროფესია, მერე რა პროექტებში მონაწილეობდა რომლებისთვისაც შემდეგ პრემიებს იღებდა, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს, რა ხდებოდა 90-იანებში და ასე შემდეგ.

ბოლოს უკვე უჭირდა წერაც და გახსენებაც... როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ მოვაყოლინე, მეტი არ დავაწერინე... მეგობრებო, არ მოგერიდოთ და არ დაიზაროთ. ესაუბრეთ თქვენს ბებია-ბაბუებს. ჰკითხეთ როგორ გაიზარდნენ, რით ერთობოდნენ, სად ისვენებდნენ ზაფხულში, როგორი იყო მათი დღითი დღე ცხოვრება, რა „კლიჩკა" ჰქონდათ მეგობრებში, რა ეხერხებოდათ, რა არ გამოსდიოდათ, რისი იმედები და როგორი გეგმები ჰქონდათ ცხოვრებაში. უზარმაზარ სამყაროს აღმოაჩენთ...

თორემ შეიძლება გადადოთ და ერთ დღეს, რის ყურებასაც და ვის გვერდში ყოფნასაც მიჩვეული ხართ მთელი ცხოვრება, ის უცებ აღარ იყოს“, - წერს ლევან ბოკერია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ჩავაცხრობდი მუდმივი აურზაურის ერთ მთავარ წყაროს... ძალიან კოხტა ამბავი იქნებოდა, კარგი მაგალითიც“ - ვის განიხილავს ჯანდაცვის მინისტრად ნათია ფანჯიკიძე

VIDEO: სახლშიც არ „მომასვენა” ჩემმა შვილმა. რაც ჩამოვიდა ყირაზე დაგვაყენა მე და მამამისი” - სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის ვიდეო გავრცელდა

„შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ ეს შემზარავი ამბავი... გულში იმას ნატრობდა, ნეტავ სიკვდილი ასცდეს“ - რას წერს პეტრე კოლხი

„6 ემიგრანტი გარდაიცვალა, ოთხი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“ - რას ჰყვება ქართველი იურისტი

„მიშა მაგარიაზე“ ან „ჩემი საქართველო აქ არის“ -ზე ბავშვი არ უნდა ცეკვავდეს... სასწავლო დაწესებულებები აპოლიტიკურია“ - მანჩო იოსელიანი

რა გაფრთხილებას აძლევს გიორგი ფხაკაძე 35 წელს გადაცილებულ ქალებსა და 40 წელს გადაცილებულ კაცებს

„როცა ყველა ნაძვის ხეს რთავდა, მე მოდულის დილეგში გამომამწყვდიეს... ვიყვირე და ბორკილებიანი ხელები მაღლა ავწიე“ - ლალი მოროშკინა ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს