Digest Logo

16 რამ, რასაც კონსტანტინე გამსახურდია ადამიანებს უსურვებს

1609508826
პოლიტიკოსი კოკო გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კოსტანტინე გამსახურდია საზოგადოებას ახალი 2021 წლის დადგომას ულოცავს და კონკრეტული სფეროს წარმომადგენელს კონკრეტულს სურვილს უსურვებს.

გამსახურდიას პოსტი ეხება ყველას - ბავშვს, მოხუცს, სასულიერო თუ საერო პირს. „დაიჯესტი“ გამსახურდიას მილოცვას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ჩაივლის ასე უცნაურად მძიმე და უჩვეულო 2020 და გილოცავთ მეგობრებო დამდეგ შობა-ახალ წელს. შევეცდები ყველას, ქალებს და კაცებს, ნაცნობებს და უცნობებს გარკვეული რამ ვუსურვო საახალწლოდ:

ვინც სნეულებაშია ან სიცოცხლისთვის იბრძვის - გამოჯანმრთელება.

ვინც მათი მკურნალი და ექიმია - რწმენა საკუთარი საქმის გამარჯვებისა.

ვინც სიმართლისთვის იბრძვის - ძალა და ენერგია.

ვინც სახელმწიფოს სამსახურშია - თავიანთი გულწრფელი მსახურების დაფასება.

ვინც შემოქმედია - ულევი ინსპირაცია და შთაგონება.

ვინც უცხოობაშია - სამშობლოში დაბრუნების იმედი არ მოშლოდეს, მისი ხატი მუდამ გულში ჰქონოდეს.

ვინც ფიზიკურად შრომობს - თავისი მარჯვენის ნაყოფი თავადაც ეხილოს.

ვინც ღვთისმსახურია - უფლის მადლი და წყალობა.

ვინც იარაღით ხელში სამშობლოს სადარაჯოზეა ან მართლწესრიგს იცავს - უღრუბლო ცა, და თუ (ღმერთმა დაიფაროს!) საჭირო გახდა, ულევი სიმამაცე და გონივრული შეუპოვრობა.

ვინც ცოდნას იძენს - წარმატებულად დაესრულებინოს, რომ ცხოვრებაში, ანუ ყველაზე დიდ და არსებით უნივერსიტეტში ასევე წარმატებულად გადადგას ფეხი.

ვინც იკვლევს და ცოდნას გადასცემს - ნათელი და სიცხადე შემეცნებისას.

ვინც სხვებისთვის ზრუნავს - თავად ამ სიკეთის წყარო და სათავე სიხარულით განეცადოს საკუთარ თავში, მით უმეტეს, რომ სიკეთე სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.

ვინც მოხუცია და მარტოხელა - ნუგეში და მხნეობა.

ვინც ბავშვია - მშობლების კარგად ყოფნა.

ვინც ქართველია - ჩვენი ქვეყნის სამზეოზე გასვლა.

ვინც მსოფლიოს ერთა წარმომადგენელია - მშვიდობა სპინოზასეული გაგებით, რაც მხოლოდ ომის არ-არსებობა როდია, არამედ დიდი სიქველე, სულის ძალთაგან შობილი“, - წერს კოსტანტინე გამსახურდია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს და ეს მანანას ბრალია“ - ზვიად გამსახურდიას ოჯახის კულუარული ამბები

როცა ვნახე როგორ ჩაეხუტა გვარამია ამათ, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა – გიორგი გამსახურდია

რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?