Digest Logo

„37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი და სასულიერო პირი, ერთად ვცდილობთ გადარჩენას,რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ!“ - კოვიდინფიცირებული ქალის სულის შემძვრელი პოსტი კლინიკიდან

1628581838
 თანდაშვილი

კოვიდინფიცირებული, თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და მეგობრებს თავისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს აწვდის.

მისი თქმით, 20 დღეა, რაც ამ ვერაგ ვირუსს ებრძვის, მეორე შტამს, რომელიც უფრო რთულად მიმდინარეობს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან, რადგან სასუნთქი აპარატების ლიმიტი ამოწურვადი რესურსია.

„20 დღეა კორონას ვებრძვი...
მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო.

ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები... სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა...

37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი - მამაო ერთად ვცდილობთ გადარჩენას.

ვინ რა იცის, ვინ ვისზე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ, სამივეს გვინდა სიცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით ახლა აცრილები რომ ვიყოთ!

სამივე ვიბრძვით დაუნდობლად, ექიმების ხელში ვართ, გულიკო ქილიფთარი მთელი თავისი გუნდით სიკვდილის დარაჯია, კლანჭებით უჭირავს ჩვენნაირი მშიშრები.

აცრილები რომ ვიყოთ, ასე მძიმედ არ ვიქნებოდით.

ინეზა მღერის, შვილიშვილი ელოდება, არ დათმობს არაფერს. ასეთი სევდიანი და ოპტიმისტური მელოდია აჩუმებს აგუგუნებულ აპარატებს.

არ მოგიწოდებთ, გთხოვთ, რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ“,- წერს თამუნა თანდაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კიდევ ერთი სამწუხარო ლიდერობა რეგიონში… „საპატიო“ პირველ ადგილზეა საქართველო“ – ზაზა წერეთელი გაუარესებულ ეპიდვითარებაზე

„დილით იბრძოდა პაციენტი ჩემ პალატაში, წამი და დამთავრდა! ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში“ - კოვიდინფიცირებულის ემოციური პოსტი

„ქუთაისში „ფაიზერის“ ვაქცინის დოზას უბრალოდ გადაღვრიან და დაუწერენ ცნობას, რომ აიცრა...“ - როგორ ყალბდება კოვიდპასპორტები?