სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად 15 წლის გოგონას წერილი ვრცელდება რომელიც წერს, რომ 6 წლით უფროსმა ძმამ 7 წლის ასაკში გააუპატიურა „დაიჯესტი“ ამ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ.
„მე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვარ. 15 წლის გოგო ვარ, რომელზეც 6 წლით უფროსი ძმა ძალადობდა... დიახ, მე ფსიქიკა საკუთარმა ძმამ დამინგრია...
7 წლის ვიყავი, როდესაც ღამე ჩემი ძმა ჩემს საწოლში გადმოვიდა და ჩემი გაუპატიურება სცადა. მაშინ არ ვიცოდი საერთოდ, რა იყო სექსი და ვერც ვიაზრებდი, რას აკეთებდა. დილით კი საკუთარ თავს დავაჯერე, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და სხვა არაფერი.
დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, როდესაც მარტოები დავრჩით, გამაუპატიურა. ვყვიროდი, ვეხვეწებოდი, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ არ მისმენდა და აი ამ დღიდან, ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ყოველდღე სისტემატიურად ჩემზე ძალადობდა, მე კი უსუსური ბავშვი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი მის შესაჩერებლად...
8 წლის ასაკში იმდენად ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი, რომ თვითმკვლელობა ვცადე... საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, გადავრჩი და რამდენიმე ტყუილით გამოვძვერი ისე, რომ ვერავინ მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს...
ამ ჯოჯოხეთში 5 წელი ვიცხოვრე და მე ხმას ვერ ვიღებდი, იმიტომ რომ მრცხვენოდა, იმიტომ რომ ვფიქრობდი, არ დამიჯერებენ-მეთქი, იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც მხრივ მეცოდებოდა ჩემი ძმა და ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვიკლავდი, ცრემლებს ვიწმენდდი და ეზოში გავდიოდი თოჯინებით სათამაშოდ...
4 წელია, რაც ჩემი ძმა აღარ შემხებია, მაგრამ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს მიღებული. სულ მგონია, რომ ვიღაც დამყვება, სულ მგონია, რომ იგივე განმეორდება არ მშორდება ეს შიშები და გაუსაძლისია უკვე ასე ცხოვრება...
ჩემი ასაკის გოგოებს რომ ვუყურებ, მხოლოდ ქრაშებზე და შეყვარებულებზე არიან გადართულები და ამ დროს მე ბიჭი რომ მეხება, თვალწინ ყველა ის კადრი მესახება, რაც ამ წლების განმავლობაში გადავიტანე...
დღეს ჩემს ძმას ცოლიც ჰყავს და შვილიც. ერთი პატარა ტკბილი ოჯახი აქვს და უდარდელად ცხოვრობს, მე კი მისი სიამოვნების გამო წამითაც ვერ ვიშორებ საშინელ ფიქრებს...
დედასთან ამაზე არასდროს მისაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ გამგები და თბილი დედიკო მყავს. უბრალოდ, ზედმეტად მტკივნეული იქნება მისთვის ის ფაქტო, რომ მისი ერთი შვილი მეორეს 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. ესეც რომ არა, ვიცი, ხმამაღლა თუ ვისაუბრებ ამაზე, ჩემს ძმას ოჯახი დაენგრევა, მე კი ვერ დავუშვებ ჩემი ძმიშვილი უმამოდ გაიზარდოს, იმიტომ რომ ვიცი, რაცაა მამის გარეშე ცხოვრება.
რადგან ჩემებმა არ იციან, რამხელა ტვირთს დავათრევ ზურგით, ფსიქოლოგთან სიარული ფიზიკურად არ შემიძლია მე ვერ გავწვდები ფსიქოლოგის თანხებს...
არ ვიცი, თქვენგან რას ვითხოვ, უბრალოდ მინდოდა ჩემი ისტორიის გაზიარება... მადლობა ყველას ვინც ბოლომდე მომისმინეთ ძალიან კარგები ხართ“, - ნათქვამ გამოქვეყნებულ წერილში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს
ილიკო სუხიშვილის ტრაგიკული სიყვარული, 2 შვილი და ბევრი რომანი
ცნობილი ქალების ამბები ციხიდან - „ქურდებმა ციხეში ტორტი გამომიგზავნეს, პატივი მცეს“
წყარო: www.facebook.com