Digest Logo

„...არ დარეკოთ 112-ზე, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის დაიყო სამ არხად...“ - როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახის ექიმი 48 საათში არ დაგვიკავშირდება?

1644132095
ოპერატორი - 112

შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდის შემთხვევების მატებასთან ერთად, მათთან მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.

„გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე.

გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:

• 112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება

• 112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური

• 112-2 -Covid -19

Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/

112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.

თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში, თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სამსახურიდან გამიშვეს, რადგან ჩემს მეუღლეს კოვიდი ჰქონდა და იზოლაციაში ვიყავი, შენი ადგილი სხვამ დაიკავაო...“ – მირიან ნათენაძე

🔵„ხალხი რომ ნერვიულობს, ვერ ჭამს... მე საკვების გადასამუშავებელ ქარხნად ვიქეცი… როგორ მოვკეტო?“ - ვის მიმართავს ნუკი კოშკელიშვილი?

🔵„სიცოცხლის ბოლო წუთამდე უანგაროდ ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს“ - ენვერი ქალდანი გარდაიცვალა

🔵VIDEO: „ძალიან ცუდია იჯდე სასამართლოზე და ისმენდე, რომ ადამიანები, რომლის გამოც ცხოვრება დაგენგრა, თავს დამნაშავედ არ გრძნობენ“ - ნინო ჩხატარაშვილი

🔵თბილისში სვავმა საკანცელარიო დანა გადაყლაპა - ნახეთ, როგორ გადაარჩინეს ფრინველი (ფოტოები)

🔵„რჩევა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ყოფილა და თმის ანდროგენურ ცვენას სულაც არ გულისხმობდა“ - დათო აბზიანიძე ზაზა თელიას ბოდიშს უხდის