მსახიობი ნინო ლეჟავა იმ ამბავზე, როდესაც მიხვდა, რომ საუკეთესო მეგობარს მის ქმართან ფლირტი ჰქონდა, კიდევ ერთხელ, ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
„47 წლის ვარ. ამდენი წლის განმავლობაში ერთი ასეთი შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული. ეგ კი არა, ადამიანები ერთმანეთს ქმრებს აწიწკნიან და ოჯახებს უნგრევენ. აქ მეუღლეზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ ცხოვრებაში აღარაფერი მიკვირს და არც ის გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ ჩემს ქმარს ჩემივე მეგობარი ეფლირტავებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ეს საქციელი მეგობრისგან, მაგრამ ესეც არ იყო მეხის გავარდნის ტოლფასი. მე ყოველთვის მქონდა საკუთარი თავისა და მეუღლის რწმენა და ეს ძალიან დამეხმარა…“, - ამბობს ნინო ლეჟავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„შემხვდა შემთხვევით, ექიმის რიგში იდგა, რიგის ნომრით“ - რას წერს მაიკო წერეთელი გიორგი გახარიაზე