ჟურნალ OK-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკო წერეთელი სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის” ლიდერთან გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში გადაიღეს. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი საავადმყოფოში სხვების მსგავსად იცავდა მისთვის განკუთვნილ რიგს.
„აი, სულ რომ მესმის, განვითარებული ქვეყნების პოლიტიკოსები ჩვეულებრივი ხალხივით იქცევიან და ცხოვრობენო, სულ რომ მინდა, საქართველოშიც ასე იყოს და პრივილეგირებული ჯიპები ბასლაინებიდან არ მეკვეტებოდნენს საცობში გაწამებულს, მაგ სერიიდანაა ეს ამბავი.
დილით დედაჩემის რენტგენის გამოსატანად ვიყავი და შემხვდა შემთხვევით, ექიმის რიგში იდგა რიგის ნომრით.
ჰოდა ეს წინასაარჩევნოდ ავტობუსით გასეირნება რომ არაა, ყველა ხვდება და იმედია, იმასაც ხვდება ყველა, რომ უკიდეგანო სანაცნობოს გამოყენება, რიგიდან თავის აცილების მიზნით, იოლი შესაძლებელია.
მერე რა, რომ მის სელფებს ათასობით მოწონება აქვს და ჩემსას ცოტა, ერთნაირად ვიცავდით რიგს,
გახარია“, - წერს მაიკო წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇