პოლიტიკოს ირინა სარიშვილს რამდენიმე წლის წინ ტრაგედია შეემთხვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს. როგორც თავად ამბობს, პოლიტიკოსს 5 წლის წინ ერთ-ერთი შვილი, გიორგი გარდაეცვალა.
„5 წლის წინ, 13 დეკემბერს, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ცივ და ბნელ დღეს გაფრინდა ადამიანთა გულგრილობას შეწირული ჩემი რიჟიკა გიორგი და მერე იქიდან, მზიდან თავის ადგილზე სამი ანგელოზი გამოუშვა – ბარბარე, მარიამი და ალექსანდრე.
5 წლის წინ, 13 დეკემბრიდან 5 დღეში, 18 დეკემბერს ჩვენი ტყუპები დაიბადნენ – ბარბარე და მარიამი.
ჩიტო ჩიტო ნაცარა, ვის უგალობ ვისა, შენ გიგალობ პატარა დილა მშვიდობისა...“, - წერს ირინა სარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ზამთრის სასკოლო არდადეგები 18 დღე გაგრძელდება
„შეიძლება ამ თვის ბოლოს საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლინდეს“ - ალექსანდრე გოგინავა