სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში „Stop-Cov აჭარა" ნანა მჟავია ფოტოს აქვეყნებს და ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარ ამბავზე წერს. ამბობს, რომ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა და მას ასეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ სურს.
„სასწავლო წელი გვეწყება. აი ასე, პროტესტით ვხვდებით, სრულიად სამართლიანად და ამ დროს რა ხდება გარეთ? შვილიშვილებისთვის „დიდ შესვენებაზე” ლანჩის მოსამზადებლად გადავედი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე ახლად გახსნილ სუპერმარკეტ „მაგნიტში”.
საცხობში უპირბადოთ მდგომ გოგონას მშვიდად მივეცი შენიშვნა, აეწია ნიკაპიდან ცხვირ-პირზე პირბადე. უკმაყოფილოდ შემომხედა, ვიხრჩობიო.
იქვე მდგომმა კლიენტმა მამაკაცმა დაიცვა, მაინც არაფერს აკეთებს პირბადეო.
იმასაც მშვიდად მოვახსენე: ბატონო, სწორედ პირბადის დამსახურებაა, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო და თავის დროზე რომ არ მოეხსნათ ეს რეგულაცია, ამდენი გარდაცვლილი არ გვეყოლებოდაო.
გარდაცვლილთა რიცხვი გაბერილიაო, მომაძახა და…შევეშვი, მოვთოკე ნერვები.
გზადაგზა ვაკვირდებოდი, მარკეტის ყველა განყოფილებაში მხოლოდ ნიკაპზე ეკეთათ პირბადე.
მივედი სალაროსთან, მოლარეც ნიკაპზე პირბადით ემსახურებოდა ასევე ნიკაპზე ბირბადიან კლიენტს. კვლავ ტაქტიანად მივეცი შენიშვნა ორივეს და ამის შემდეგ რაც იქ დატრიალდა, რა სიტყვა-პასუხი გაჩაღდა ყოველი მხრიდან, აქ ვერ დავწერ. ჩემი შვილების ტოლა გოგოები თავხედურად მეტლიკინებოდნენ და მიხსნიდნენ, რომ პირბადე არ იცავს, კორონა არ არსებობს, რეგულაცია შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარების ჰკიდიათ.
აქ უკვე ვეღარ მოვთოკე ნერვები და ყვირილით მოვითხოვე დაცვა და მენეჯერი. გამოცხადდა დაცვა, ისიც ცხვირ გადმოგდებული, შავი პირბადით, რომელიც მართლაც არაფერს იცავს და როცა ავუხსენი, რატომ ვყვიროდი, მე მომიწოდა დამეტოვებინა სუპერმარკეტი, რადგან კლიენტებს ვაფრთხობდი.
კლიენტებიდან კი, არავინ გამომესარჩლა.
მხოლოდ გარეთ გავიგონე ჩემ წინ მიმავალი წყვილისგან, მართალი იყო ეგ ქალიო.
გუშინ კიდევ მეზობელს დაუდასტურდა კოვიდი და ეზოში მოგვახსენა: „ფაიზერის " მეორე აცრა გავიკეთე და მეორე დღეს დამუდასტურდაო. სამედიცინო დაწესებულებაში კი მითხრეს, შენისთანა ბევრი მოსულა ჩვენთანო. ანუ, ჰგონია, რომ „ფაიზერმა" აჰკიდა ვირუსი. გამოდის, ასე სჯერათ მედიცინის მუშაკებსაც.
სრული განუკითხაობა და უპატრონობა! და ახლა მე უნდა გადავიტანო ის ამბავი, რომ ამდენი არაკანონმორჩილი, უდისციპლინო, შეუგნებელი, თავხედი თანამოქალაქის გამო, ჩემი შვილიშვილები ისევ ონლაინ გაკვეთილებზე დავსვა იძულებით. მეტირება… ამ წუთში აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ბრძოლით დავიღალე.
გილოცავთ კიდევ ერთხელ ,,ვერ მოსალოცი” სასწავლო წლის დაწყებას! მქონდეს იმედი, რომ ოთხ ოქტომბრამდე დადებითობის მაჩვენებელი ოთხამდე დაიწევს?”, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აი, ეს სასწაული მაჩუქა ჩემმა ერთადერთმა და განუმეორებელმა" - რა ფოტოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე
🔵„ქვეყანამ ძალიან კარგი მოქალაქე დაკარგა" - ნანუკა ჟორჟოლიანი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაზე
🔵ვინ არის ექსპრეზიდენტის ყოფილი ცოლი და რატომ გადაიღეს ერთად ფოტოები