ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მიმდინარე ჟურნალისტების პროტესტს ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმიანება და მას უპრეცედენტო მოვლენას უწოდებს.
გრიგოლია აღნიშნავს რომ დღეს მედია ისეთი ერთიანია როგორც არასდროს და ყველა თაობის ჟურნალისტი ერთი მიზნისთვის იბრძვის.
„პირველ სურათზე დიანა ტრაპაიძეა. დღეს საკუთარი ზურგით ატარებდა ჩართვის აპარატს, ლექსოს გასვენებაში. მეორე სურათზე ჟურნალისტების ახალგაზრდა თაობაა, დღეს - პრემიერის კანცელარიაში ბრიფინგზე... ამ ახალგაზრდა თაობამ ისე გაგვიძლიერა ძველები, მგონია, რომ მთებს გადავდგამთ, ყველანი ერთად... ვინ მოგვერევა ჩვენ! ერთად დგას ძველი თაობაც და ახალიც! ასეთი ერთიანი და ერთმანეთის სოლიდარული მედია მე არ მახსოვს. (გამონაკლისები, ვინც პროპაგანდის მანქანას ამუშავებენ, არ ითვლებიან).“ - წერს გრიგოლია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
პროტესტი გრძელდება! 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს
როცა მახსენდება საქართველოს მდგომარეობა... მრცხვენია და გული მტკივა - რევაზ ბოჭორიშვილი