Digest Logo

„ახლა ვითვალოთ გვამები - ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს“ - ბაია პატარაია

1627753365
ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს, რომ საქართველო მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის, აქ აუპატიურებენ კლავენ და ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ.

„რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა. მადლობა ქოცებს, 5-6 ივლისს ყველა მოძალადეს მწვანე რომ აუნთო.

ახლა ვითვალოთ გვამები - ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს.

პ.ს. ახლა ჩემი თანამშრომელი მატყობინებს, რომ ჩვენ მობილურ აპლიკაცია safe you-ს უცხოელები იწერენ პანტა-პუნტით, რადგან sos-ღილაკი აქვს, ლოკაციას ხედავს და განგაშის გაგზავნა შეუძლია მეგობრებისთვისაც, ორგანიზაციებისთვისაც და პოლიციისთვისაც. ხოდა, ამას რომ ვნერგავდით, უცხოელებზე სულ არ მიფიქრია, მაგრამ აჰა... ხალხი საფრთხეში გრძნობს თავს“, - წერს ბაია პატარაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴„გამოვა ახლა გომელაური/კობახიძე/ და იტყვის - მკვლელობა საშინელებაა, მაგრამ მკვლელობები ყველგან ხდება“ - ნიკა ქავთარაძე

🔴„ბათუმში სცემეს უცხოელი დიჯეი, მთაწმინდიდან გააქრეს ავსტრალიელი გოგო, რუსთავში გააუპატიურეს უცხოელი, ჰოლივუდმა გააუქმა სვანეთში დაგეგმილი გადაღებები“ - ფანჯიკიძე