მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მიუხედავად იმისა რომ მაიკო ალერგიულია, როგორც ჩანს პრეპარატმა მასზე უარყოფითად არ იმოქმედა.
მაიკო წერს, რომ ერთხელ უკვე გადაიტანა ალერგიული რეაქცია, რომლის შესახებ აღარ ახსოვდა და ვაქცინის გაკეთების დროს ექიმისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
„გუშინ ახლობელმა მომწერა, მაიკო შენ ხომ ანაფილაქსიური შოკი გაქვს გადატანილი ხომ გახსოვს რომ დასივდი, გაწითლდი და სასწრაფომ გადაგარჩინაო და როგორ აიცერიო? და შვილებს გეფიცებით არ მახსოვდა, მომერიდა მეთქვა და მივწერე მახსოვს-თქო
კი აშკარად გავიხსენე რაც დამემართა მაგრამ იმაზე ვბრაზდები როდესაც მცრიდნენ, ეგ როგორ დამავიწყდა რომ მეთქვა?
- ალერგიული ხომ არ ხარო ექიმმა - მშვიდად და ამაყად მივუგე: არა როგორ გეკადრებათ-თქო.
გამიმართლა თუ რა მოხდა არ ვიცი ნანემსარიც კი არ მაწუხებდა“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მე ვარ მეგრელი და მაშასადამე ევროპელი“ - ნინო დარასელი
ახალი კვლევა: ქალების მესამედი მხოლოდ იმიტომ მიდის პაემანზე, რომ უფასო საჭმელი სურს
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების აღსრულება - ალექსანდრე გოგინავა