განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა.
„ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება! სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა, ამათთან განშორებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება,“ - დაწერა სოციალურ ქსელში ჯეჯელავამ და საზოგადოებას ტყუპი ქალ-ვაჟი გააცნო.
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მეორედ 2018 წლის 14 ოქტომბერს დაქორწინდა. მისი მეუღლე მაია მუშკუდიანია, რომელიც ასევე განათლების სისტემაში მუშაობს. პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არიან დაკავებული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შევეცდები, აგიხსნათ, თუ რა არის ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი“ - აკაკი ავალიანი
🔵კვება, ვარჯიში და წყალი - ნანუკა ჟორჟოლიანის წონის შენარჩუნების საიდუმლო