2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლულ მეცნიერს, გურამ შარაძეს ხვალ, 17 ოქტომბერს, 81 წელი შეუსრულდებოდა. ამის შესახებ მისი ქალიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ასევე, აღნიშნავს, რომ მალე თბილისში ჩამოდის.
რუსუდან შარაძე აქციას აანონსებს.
„ხვალ მამაჩემის დაბადების დღეა, 81 წლის გახდებოდა. ვერ მოვახერხე ჩამოსვლა და მის საფლავზე სანთლის დანთება. სამაგიეროდ, გადავწყვიტე, რომ მალე, თბილისში გავჩნდე და კიდევ ერთხელ, მელიქიშვილზე აქცია გავმართო. თუ მოხვალთ, გამაბედნიერებთ, თუ არადა, მარტოც რომ ვიყო, ჩემს ვალს მოვიხდი. ამ საყოველთაო სიყრუეში, გურამ შარაძის სახელს რომ არავინ ახსენებს, მე ჩემსას ვიტყვი. სხვაგვარად, ვერ მოვისვენებ. რასაკვირველია, არჩევნებზეც მივალ და ხმას მივცემ მანიაკი მკვლელის, ჯალათის, ბიუჯეტის ქურდისა და სამშობლოს გამყიდველის წინააღმდეგ! დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ“ - წერს რუსუდან შარაძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ექიმს მხედველობიდან ეპარება... და მთავრდება უეცარი სიკვდილით - მარიამ კუკუნაშვილი
🔵ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები