Digest Logo

„ამბობდნენ, რომ ამ გარეგნობით და აქცენტით მოსკოვში ვერაფერს მივაღწევდი“ - თინა კანდელაკი კრიტიკოსებს მიმართავს

1636536575
თიკა კანდელაკი

მოსკოვში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი და ბიზნესვუმენი თინა კანდელაკი დღეს 46 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თინამ სოციალურ ქსელში ძველი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, თუ რა გზა გაიარა დღემდე.

„გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვისაც ჩემი არ სჯეროდა. ასეთებმა თბილისიდან წასვლისას მოტივაცია მომცეს - „მოსკოვში წარმატებას ვერ მივაღწევო“. ბევრჯერ მითხრეს, რომ ასეთი გარეგნობით და აქცენტით ტელეწამყვანი ვერასდროს გავხდები.

შემდეგ დაიწყო საუბარი, რომ დავრჩენილიყავი ტელეწამყვანად და კორპორაციულების წამყვანად. ნუ შეხვალთ წარმოებაში იქ, სადაც შანსი არ გაქვთ. შემდეგ მითხრეს, რომ მცირე წარმოებაზე და რამდენიმე პროექტზე უნდა გავჩერდე, რადგან ამ ბიზნესში ყველა ადგილი დიდი ხანია დაკავებულია.

მოგვიანებით, თქვეს, რომ ქალი სპორტულ არხს ვერ ხელმძღვანელობდა, გუნდის შეკრებას და ყველას დაუმტკიცებდა, რომ სპორტული ტელევიზია შეიძლება იყოს ყველაზე განხილვადი ჩვენს ქვეყანაში.

ყველას, ვინც მაკრიტიკებდა, ეჭვობდა და განაჩენი გამოჰქონდა ჩემთვის, მადლობას ვუხდი მთელი გულით. ძალიან მადლიერი ვარ მათიც, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. ეს ადამიანების ძალიან ვიწრო წრეა.


ადამიანების უნდობლობა იყო, არის და იქნება ყველაზე დიდი დრაივერი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მიღვიძებს აზარტს და სურვილს, გავუცრუო მათ მოლოდინები...


დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს თავს“, - წერს თინა კანდელაკი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

🔵ნიკა გვარამია რაჭველებზე - „თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე“

🔵„ამაზე საშინელება აღარც არსებობს - სასწრაფოდ და ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ“ - აკა სინჯიკაშვილი