ქართველი რეპერი სოციალურ ქსელში საზოგადოებას ამშვიდებს და ეუბნება, რომ კორონავირუსი კონცერტებიდან არ გადადის. ლექს სენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ლელა წურწუმიამ თავისი სოლო კონცერტის ვიდეო გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.
„მეგობრებო! ჩვენო მსმენელებო და გულშემატკივრებო! არ აჰყვეთ და არ უსმინოთ აქ მრავალ ენისქავილით შეპყრობილ მავნებლებს რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ შიშის განცდას თურმე კოვიდი კონცერტებიდან აქტიურდება, არა სიცრუეა! ჩვენი გუნდის ყველა წევრი აიცრა სწორედ იმიტომ რომ თქვენ შეგიქმნათ უსაფრხო გარემო! ასევე მოგიწოდებთ ყველას აიცერით მოვიშოროთ ეს ტანჯვა და გავატაროთ ზაფხულის ეს დარჩენილი რამდენიმე დღე შედარებით ნორმალურად! წინ ფანტასტიკური კონცერტები გელოდებათ!!! მადლობა და წარმატებებს გისურვებთ",- წერს ლექსენი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას, მალე შევალთ მშვიდ ფაზაში" - ბიძინა კულუმბეგოვი