მომღერალმა ლელა წურწუმიამ სოციალურ ქსელში ბათუმში გამართული კონცერტის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კატასტროფის ზღვარზეა მომღერალმა ბათუმში სოლო კონცერტი გამართა.
„ეს დარბაისელი ლელა რამ გადარია ამ პანდემიის დროს??? ღმერთო შენ გვიშველე!”, „ამ კონცერტებიდან რომ ჩამოხვალთ და იწუწუნებთ ნიღაბზე, ადგილებზე კლინიკაში, უმუშევრობაზე, სიკვდილიანობაზე, თითს გაიშვერთ სხვისკენ კარგად გაიხსენეთ ეს ქცევა! სირცხვილია, სირცხვილია, ლელა წურწუმია, ყველა ექიმთან, ყველა ექთანთან და სტუდენტთან ვინც თქვენს გამო ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში! ნული პატივისცემა ორგანიზატორებს. საქართველოს მთავრობა ძალიან მწყდება გული, იმის სიმტკიცე არ გაგაჩნიათ, რომ უბრალოდ აკრძალოთ!“, - წერენ სოციალურ ქსელში.
„კომენტარებშიც დავუწერე, მაგრამ ლელა წურწუმიას ისედაც გადაეცით, რომ ომის დაწყების უმძიმეს თარიღს ასეთ ტაშფანდურს არ ამთხვევენ. ელემენტარული პატივისცემის ამბავია. კოვიდზე, რეგულაციების ფეხზე დაკიდებასა და უპასუხისმგებლობაზე არაფერს ვამბობ. მერე გამოვლენ და „არტიშტებს უმჯიმესი პერიოდი გვაქვსო" იტყვიან...“,- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„საქართველო დგას გენოციდის წინაშე“ - ნახეთ, რას ამბობს გიორგი ფხაკაძე
VIDEO: ირაკლი ღარიბაშვილი „ფაიზერით" აიცრა