მღვდელ - მონაზონ იერონიმე ქათამაძის ინფორმაციით, თესალონიკის სამიტოპოლოს მღვდელმსახური მიტროლოპიტი თეოლოგი 46 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა.
როგორც იერონიმე წერს, მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და მან კლინიკაში მკურნალობაზეც უარი განაცხადა.
„ძალიან სამწუხარო ამბავი… 46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.
სამწუხაროდ მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.
პ.ს: მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…“, - წერს იერონიმე ქათამაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - NCDC