რეჟისორი განო მელითაური კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მკურნალობის მეთოდებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც განო აღნიშნავს ვირუსის დამარცხებაში ვირტუოზი ექიმების რჩევები დაეხმარა, რომელსაც ის საზოგადოებასაც სთავაზობს.
„არ იყო იოლი 3 კვირა!
ჩირიკომ „გაცინებული განოებიც“ კი დახატა ჩემს გადასარჩენად
77 სატურაციაც იყო, 2000 დე-დიმერი, ჟანგბადის ბალიშიც
დაუსრულებელი სიმპტომებიც….
და რაც ყველაზე მტკივნეული იყო, საუკეთესო მეგობრის 4-კაციანი ხელმოწერის გაცდენა, სადაც მეჯვარე ვიყავი! მართლა მთელი ბავშვობა რომ ვგეგმავდით როგორი იქნებოდა ეს დღე… Ana Gigolashvili მაპატიე, რომ ვერ ვიყავი თქვენთან ერთად, მთელი გულით განვიცადე, მაგრამ იოლი იყო ამ 3 კვირის სიყვარულით, იმედებით, პოზიტივით და ნაბიჯების აპლიკაციით გადაგორება!
კოვიდი არ არის პანაცია! ის ვირუსია და შენ შეგიძლია მისი პრევენცია!
აცრით, დისტანციით, რეგულაციების მიყოლით, ვარჯიშით, ან მისი დამარცხება გონებით!
შეგიგროვეთ ის მარტივი რჩევები, რომლებიც მართლა ვირტუოზი ექიმებისგან მივიღე, ბოლო 3 კვირის მანძილზე, და გამომაჯანმრთელა!
ამ ვიდეოში ის მომენტებია ასახული, რომელმაც კოვიდის რთული მომენტების დაძლევის ძალა მომცა, ამიტომ მხოლოდ პოზიტივს გიზიარებთ!
მე დავამარცხე კოვიდი! შენც შეგიძლია“, – წერს განო მელითაური.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შვილს 10 წელი ველოდებოდით“ - ვინ არის გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია
🔵როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კლინიკაში გადაყვანა გჭირდებათ - რჩევები ღოღობერიძისგან