სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ახალი ჰეშთეგი #ნამდვილიგმირი - ასე მოიხსენიებენ მფრინავ - თემურ თოლომაშვილს, ადამიანს, რომელმაც გუშინ ქვეყანა უდიდესი ტრაგედიისგან გადაარჩინა.
თბილისი-ვენის ავიარეისს აფრენიდან მალევე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თვითმფრინავი, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა, საბედნიეროდ, პილოტმა მისი უსაფრთხოდ დასმა შეძლო.
თემურ თოლომაშვილის გმირობის ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა, როგორც აღმოჩნდა მფრინავს მეუღლე და 1 პატარა შვილი ჰყავს - ნეკო.
„პატარა დირექტორის გმირი მამიკო! ნეკოს მამიკომ დღეს 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ჩვენი კაპიტანი!" - ვკითხულობთ „ფეისბუკ" გვერდზე - „ნეკოსია". გვერდი თოლომაშვილის ცოლს, თამარ მერლანს ეკუთვნის.
თამარ მერლანი და თემურ თოლომაშვილი შვილს ათი წელი ელოდნენ. ამის შესახებ თამარი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს:
„10 წელი ველოდებოდით ნეკოს. შემოდგომის წვიმიან დღეს დაიბადა ჩემი გაზაფხული. განსაკუთრებული გოგოა. თავზე ნიშნით დაიბადა და ვხუმრობთ ხოლმე, რომ უფალმა ვარსკვლავი მოწყვიტა და ჩვენთან გამოუშვა. ნეკო ნამდვილად არის უფლის საჩუქარი. სიკეთით სავსე გოგოა, თვალებში ციმციმა ვარსკვლავებით", - ამბობს თამარ მერლანი.
„დღევანდელი დღის გმირი თემურ თოლომაშვილი. გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა დღეს. შორიდან ვიცნობ თემურს, როგორც საოცარი ნეკოს არაჩვეულებრივ მამას. ნეკოს და მამას ურთიერთობა არის ცალკე ძალიან მაგარი თემა. მკვეთრად „მამიკოს გოგოა" ხშირად მითქვამს, რომ ნეკოს ძალიან ძალიან მაგარი მამიკო ჰყავს. დღეს კი ნეკოს მამა საზოგადოებამ ასე გაიცნო უფრო ახლოს. როგორც გმირი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“,- წერს მარიამ ჩხეიძე.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია
🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია
🔵რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი