Digest Logo

„ვფიქრობ, რომ საარჩევნოდ გაკეთებული ამბავია და ქართულ ციხეში ყოფნა დიდხანს არ მოუწევს“ - ინგა ბიწაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

1633284589
კობა დავითაშვილის მეუღლე

კობა დავითაშვილის მეუღლე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.  ის ამბობს, რომ თუ ქვეყნის ინტერესებს დასჭირდა, თანახმაა სააკაშვილის შეწყალებაზე. 

„ვფიქრობ, რომ საარჩევნოდ გაკეთებული ამბავია და ქართულ ციხეში ყოფნა დიდხანს არ მოუწევს. რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის, მალე გაიწვევს უკრაინის მთავრობა. თუმცა, პრემიერის განცხადებას მივესალმები, სამართალმა რომ იზეიმა, ნამდვილად მისასალმებელია.

კობა თვლიდა, რომ ადამიანი რამეს რომ დააშავებდა, ამისთვის ნამდვილად უნდა ეგო პასუხი. შეუვალი იყო ამ საკითხში. მიხარია, რომ ახლა პასუხისგების დღე დადგა. შეწყალებაზეა ლაპარაკი, თუ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ეს საკითხი დადგება, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები.

კობასთვის მნიშვნელოვანი არ იყო, რომ სააკაშვილს სრულად მოეხადა სასჯელი, მთავარი იყო, რომ პრეცედენტი ყოფილიყო და არ ყოფილიყო დაუსჯელობის სინდრომი. არ არის აუცილებელი სრულად მოიხადოს სასჯელი, მთავარია, რომ მას სინანული ჰქონდეს. თუ დაუსჯელობის განცდაა ქვეყანაში, სახელმწიფო ასე ვერ აშენდება“, – ამბობს ინგა ბიწაძე.

ცნობისთვის, 2017 წელს კობა დავითაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა გაიტაცა და სასიკვდილოდ სცემა. წლების შემდეგ დავითაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფაქტობრივად, გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:

🔵„ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა... არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს“ - კობა დავითაშვილის მეუღლე

🔵 „სანდრა ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა“ - მედეა ვასაძე

🔵ხელებიც დაკარგა, ვეღარ ამოძრავებდა. მაშველები გამოვიძახეთ, რომ სახლში ამოგვეყვანა – მეუღლე კობა დავითაშვილის ბოლო დღეების შესახებ

🔵კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 500 ლარი გადაეცემა