ჟურნალმა O.K. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და მის მეუღლესა და ქალიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ და ასევე ფოტოსესიაც შემოგვთავაზა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
მუდმივი განვითარება
ადამიანი მუდმივად თუ არ განვითარდა, უკან წავა. განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სიმართლისთვის ბრძოლა, იმის კეთება, რისიც გჯერა.
კრიტიკის მიღება
ადამიანს ყოველთვის უნდა შეეძლოს კრიტიკის მიღება. ეს ადამიანს ეხმარება, გახდეს უკეთესი.
ოცი წლის შემდეგ…
სად ვიქნები ოცი წლის შემდეგ? ალბათ, მექნება საკუთარი ბაღი, რომელსაც მოვუვლი. მიყვარს მცენარეები და მათთან ურთიერთობა, წელს ზეთისხილმაც მოისხა ნაყოფი. ბუნება არის ის სიმყარე, რაზედაც ჩვენი არსებობა დგას, უდიდესი თერაპიაა მიწასთან ურთიერთობა. რაც დრო გადის, მეტად მინდა ფესვებთან დაბრუნება. ჩემი წინაპრების სოფელში 100 წლის წინანდელი ოდა აღვადგინე და ვაზი ჩავყარე. მეძახის იქაურობა.
ბავშვობა
ბავშვობას არაფერი სჯობს. მე, ჩემს დას და დედაჩემს ერთი და იგივე − 126-ე სკოლა გვაქვს დამთავრებული, ვაჟაზე ვცხოვრობდით. დედაჩემის კლასის დამრიგებელი ჩემ დროს უკვე ჩემი სკოლის დირექტორი იყო. მშვიდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ პერიოდი გახლდათ რთული − დიდი არეულობა, სამოქალაქო ომი, მხედრიონი… სწორედ ამ დროს მქონდა გარდატეხის ასაკი და დედაჩემმა საკუთარი სამსახურის პარალელურად, საათები აიღო ჩვენს სკოლაში, რომ ჩემთვის მეტი ყურადღება მოექცია. დიდი მადლობელი ვარ მისი, რომ სწორი მიმართულება მომცა და გადავრჩი. ჩვენს თაობას ხომ „დაღუპულ თაობას“ უწოდებენ… ბევრი შეიწირა იმ პერიოდის არასტაბილურობამ.
შეყვარებულობის პერიოდი
ჩვენი მამები თანაკლასელები არიან. ბავშვობაში ერთმანეთს არ ვიცნობდით. უკვე დიდები ვიყავით, ერთმანეთს რომ შევხვდით და ერთ წელიწადში ვიქორწინეთ. მთელი ის წელი იყო ულამაზესი სიყვარულის ისტორია. გიორგი არ არის რომანტიკული ნატურა, მაგრამ მთელი წელიწადი ფეიერვერკებს მიწყობდა. მაშინ „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობდი და მთელი ჩემი სამსახური ნატრობდა გიორგის ნახვას. თანამშრომლები ყოველდღე სიურპრიზების მომსწრენი იყვნენ.
სასიყვარულო წერილები
მე თბილისში ვცხოვრობდი, ის მოსკოვში სწავლობდა. ურთიერთობა მეტწილად ინტერნეტით გვქონდა. მაშინ პერსონალური კომპიუტერები დიდი ფუფუნება იყო და სამსახურისას ვიყენებდით, მეილებს ვწერდით ერთმანეთს. გიორგის ხელით წერა უყვარს, დაწერდა წერილს და ფაქსით მიგზავნიდა ხოლმე, ლექსიც კი დამიწერა ერთხელ. სამწუხაროდ, ის ლექსი ფოტოდ მქონდა ტელეფონში შენახული და დაიკარგა, ძალიან ვნანობ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე... ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება...“ - ნინი ქარსელაძე
🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა
🔵შოკოლადი თუ სამშობლო? ბლიც-ინტერვიუ ნინი ქარსელაძესთან
🔵 ჩემთვის მამაჩემს არ გაუკეთებია იმდენი, რაც ზურამ გააკეთა - ნინი ქარსელაძე
წყარო: okmagazine.ge