Digest Logo

„არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან შვილის გარდაცვალების ამბავი! ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ახლა მოფრინავს“ - რას წერს ნინო ზამბახიძე?

1631801997
ნიკა კვარაცხელია

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.

ამ ამბავს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე.

მისი თქმით, მედია საშუალებებს უფრო  მეტი ყურადღება მოეთხოვებათ, რადგან ნიკოს დედამ შვილის სიკვდილის ამბავი ტელევიზიით გაიგო.

„უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს!

მესმის, რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი, მესმის, რომ შეიძლება არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის, რომ გინდათ გააშუქოთ რაც ხდება ქვეყანაში მაგრამ:

არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილს გარდაცვალების ამბავი არაა!

წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას და მხოლოდ ასე იმოქმედეთ გემუდარებით!

ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ახლა მოფრინავს, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა“,- წერს ზამბახიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ნასვამი იყო, 22 წლის გოგო გააუპატიურა, გაგუდვა სცადა, ბოლოს კი ჩანგლით მიაყენა ყელში დაზიანება“ - 43 წლის კაცის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„ვხედავ, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია ქუჩაში გამოდის“ - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

🔵„თაგვის წამლით“ მოწამლეს, კუს ტბაში 32-კილოგრამიანი გირით ჩააგდეს და მოკლეს“ - 34 წლის ინჟინრის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„იყავით ყურადღებით... არავის ენდოთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს