Digest Logo

„ნასვამი იყო, 22 წლის გოგო გააუპატიურა, გაგუდვა სცადა, ბოლოს კი ჩანგლით მიაყენა ყელში დაზიანება“ - 43 წლის კაცის გაუხმაურებელი ამბავი

1631784765
ლენტი ავარია

წარსულში ორჯერ ნასამართლევ მამაკაცს 22 წლის გოგოს გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, რომლის მიზანიც განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის  დადგენა იყო, 43 წლის მერაბ დ-ძე ფსიქიკურად გაწონასწორებული აღმოჩნდა – მას შეეძლო საკუთარი ქმედების კონტროლი.

ამასთან ერთად, დანაშაული, რომელიც მან მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, რადგან მამაკაცი ახალგაზრდა გოგოს გაგუდვას ცდილობდა, შემდეგ კი მას ყელის არეში ჩანგლით მძიმე დაზიანება მიაყენა.

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მერაბ დ-ძე და ირინა ბ-შვილი შორეული ნათესავები იყვნენ. მერაბ დ-ძე სოფელში, სადაც ახალგაზრდა გოგო ცხოვრობდა, ცოლ-ქმარ ეთერ და სოსო ბ-შვილების ხშირი სტუმარი იყო. გოგო სწორედ ამ ცოლ-ქმრის მეზობლად მდებარე ბინაში ცხოვრობდა.

მერაბ დ-ძე მას კარგად იცნობდა, გოგო ძალიან მოსწონდა და სოფელში ყოველი ვიზიტის დროს მასთან დაახლოებას ცდილობდა. მერაბ დ-ძე წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი, ორჯერვე მძიმე დანაშაულისთვის.

გოგოს მშობლები მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ მისგან თავი შორს დაეჭირა. უფრო მეტიც, ამის გამო ირინა ბ-შვილის ოჯახს და მარტოხელა ცოლ-ქმარს შორის, რომლებიც თბილისელი ნათესავის იმედად ცხოვრობდნენ, რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, იმ დღეს, როდესაც მერაბ დ-ძემ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ის სოფელში ნათესავთან წვეულებაზე იყო ჩასული.

იქ იყვნენ გოგოს ოჯახის წევრები და მისი ნათესავი ცოლ-ქმარიც, რომლებიც წვეულებას ბოლომდე დაესწრნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ დ-ძემ სუფრა მალე მიატოვა, იმ იმედით, რომ სახლში დარჩენილ გოგოს დაიმარტოხელებდა.

მოგვიანებით მან სამართალდამცველებთან აღიარა, რომ ამ შემთხვევას დიდხანს ელოდა. ირინა ბ-შვილის ჩვენების მიხედვით, როდესაც დაუპატიჟებელი სტუმარი სახლში მიადგა, ის ბინაში მარტო იყო.

ამონაწერი გოგოს ჩვენებიდან:

„მისი სტუმრობა არ მომეწონა, ნასვამი იყო. ვუთხარი, სახლიდან მივდივარ-მეთქი, რაზედაც მიპასუხა: ბიცოლას სახლში ყავა ვერ ვიპოვე, ყავა დამალევინე და წავალო. ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავედი, როცა თავს დამესხა, წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი“.

დაზარალებული გოგოს ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძემ მასთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენებით სამზარეულოში დაამყარა. გოგონა მოძალადე მამაკაცისგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. გოგოს ყვირილის ხმა რომ ჩაეხშო, მას სახეზე ბალიშიც კი დააფარა. გონებადაკარგული გოგო გონზე მოსვლის შემდეგ კვლავ შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მერაბ დ-ძემ მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი და მისი დახრჩობა სცადა, შემდეგ კი, როდესაც გოგო ხელიდან დაუსხლტა, მამაკაცმა მაგიდიდან ჩანგალი აიღო და მას ყელში დაარტყა.

სახლის დატოვებისას მერაბ დ-ძე შემთხვევით მეზობელ მამაკაცს გადაეყარა, რომელსაც მისი იქ ყოფნა საეჭვოდ ეჩვენა. მოწმის ჩვენების მიხედვით, როდესაც მან ჰკითხა, აქ რას აკეთებო, მერაბმა უპასუხა, ირინას მამასთან ვიყავი საქმეზეო.

მამაკაცს ნასვამი მერაბ დ-ძის ქცევა არ მოეწონა და როგორც კი ის თვალს მიეფარა, მეზობლების ბინაში შევიდა. სწორედ მან აღმოაჩინა დაჭრილი და გონდაკარგული გოგონა, რომელიც მთვრალ მოძალადეს გარდაცვლილი ეგონა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, მამაკაცმა ჯერ მეზობლებს დაუძახა, შემდეგ კი, მათი დახმარებით, სასწრაფო გამოიძახა. ექიმებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგოს გადარჩენა შეძლეს.

სამართალდამცველებმა მერაბ დ-ძე, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იმავე ღამეს დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული დეტალურად აღწერა, თუმცა მოგვიანებით, როცა სასამართლოზე წარდგა, ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა.

დაზარალებული გოგოს ოჯახის წევრებისა და ნათესავების რისხვას დაკავებული მერაბ დ-ძე ძლივს გადაურჩა, სოფელი მისი ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა, თუმცა დაკავებული მამაკაცი სამართალდამცველებმა განრისხებულ მოსახლეობას გაარიდეს და რაიონიდან მალე წაიყვანეს. ამონაწერი განსასჯელის ჩვენებიდან:

„ირინა ძალიან მიყვარდა, მინდოდა, ცოლად შემერთო, მაგრამ ჩემი წარსულისა და ასაკის გამო – მასზე ბევრად უფროსი ვიყავი, მისი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. თვითონ ირინაც ჩემს გრძნობებს ცინიკურად უპასუხა, ამიტომაც ვიყავი მასზე გამწარებული. ერთი-ორჯერ ბიცოლაჩემს ისიც კი ვუთხარი, აქ აღარ ჩამოვალ, ირინას ყურება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი ჩემს კმაყოფაზე იყვნენ და უპატრონოდ ვერ ვტოვებდი.

იმ დღეს ძალიან მთვრალი ვიყავი. როცა ბინაში მივედი, ირინამ მასხრად ამიგდო, შეურაცხყოფა მომაყენა, გამწარებულმა ასე ვიძიე მასზე შური – თუმცა როცა მივედი, არც მისი გაუპატიურება მიფიქრია და არც დაჭრა, ეს სულიერი აღელვების გამო ჩავიდინე“.

დაზარალებული გოგონას დედის ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძე გოგოს ხშირად ემუქრებოდა და ეს მუქარა სისრულეში სწორედ იმ დღეს მოიყვანა.

ჩემი შვილის ცოლად მოყვანა არ უნდოდა, ამას იმიტომ იგონებს, რომ თავი გადაირჩინოსო, – აცხადებდა ირინა ბ-შვილის დედა.

დაზარალებული ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა, მას, საბოლოოდ, გოგოს გაუპატიურებისა და მკველელობის მცდელობაში დასდეს ბრალი.

განსასჯელს პირველ ჩვენებაში ჰქონდა განცხადებული, რომ „გოგო მკვდარი ეგონა“ და „შემთხვევის ადგილს გაერიდა“, თუმცა, რომ არა მეზობლის დროული დახმარება, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონასთვის მართლაც დამდგარიყო ფატალური შედეგი.

სასამართლომ არ გაიზიარა მერაბ დ-ძის დაცვის მიერ მოთხოვნილი სასჯელის შემსუბუქება და მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ნინო ბურჯანაძის ოჯახი დავაყაჩაღე, თავს დავესხი „კონსტანტა ბანკს, დავაყაჩაღე პარლამენტარი...“ – ქართველი კრიმინალის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„მამაჩემის ძმაკაცისგან შვილს ველოდები... ცოლ-შვილი კი ჰყავს, მაგრამ არ ვნანობ...“ - 23 წლის გოგოს უცნობი ამბავი

🔵„ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა, დავუჯერე და რეპეტიციაზე სახლში ავყევი... ძალა იხმარა, მითხრა, 14 წლის გოგოები მეხვეწებიან და შენ რას წივიხარო“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵„დაბადების დღეზე ძმა მოკლა... იმ დროს დედა სახლში არ იყო, შინ მისულს ერთი შვილი ძირს დაგდებული, დაჭრილი დახვდა, მეორე ბღაოდა, რა ჩავიდინეო“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵5 ქორწინება, 3 წლის გერის გაუპატიურება და ბანკთან თანამშრომლობა - 29 წლის კაცის გაუხმაურებელი ამბავი