ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ვაქცინაციის შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებს მავნებლობას უწოდებს და მათი ავტორის დასჯას მოითხოვს.
„ტყუილის ტირაჟირება რატომ არ ისჯება!? მაგალითად როცა ვრცელდება რომ თითქოს
1. მამა აკაკი მეორე აცრამ იმსხვერპლა, როცა ის სიმსივნით გარდაიცვალა, არა და ორი თვის წინ სრული აცრის გამო თურმე მარტივად გადაიტანა კოვიდი.
2. მაგალითად თურმე ცნობილი გინეკოლოგი კოვიდმა იმსხვერპლა მეორე აცრის შემდეგ, როცა ერთხელ იყო აცრილი.
3. ვანის საავადმყოფოს ექიმი, რომელიც თითქოს მეორე აცრამ იმსხვეპლა, არა და არ ყოფილა აცრილი.
აი ეს ხომ არის მავნებლობა. არ უნდა ვიღაცას გაიკეთოს აცრა ეს მისი ნებაა, მაგრამ შენ რატო ატყუებ, რატო იტყუები, რატო ბოროტობ. რატო შეგყავს ხალხი შეცდომაში.
აი არ მესმის რატომ ამ სტატისის ყველა წყარო მაქვს დასქრინული, თუ საჭირო გახდა გამოვაქვეყნებ.
…
თუ ჩიპი არ გაფუჭდა დაბანა მაინც ხომ შეგვრჩება“, - წერს შარაშია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს" - რა ხდება „ტვ პირველში"
🔵„ვისაც გეცნობათ, ან შეგინიშნავთ, გთხოვთ მოგვწეროთ“ - თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ