ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, დაუსვეს ახალი დიაგნოზი, რომელიც სისხლის კიბოს ნაირსახეობაა.
„ჩემი მკურნალობა უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც. რაც არის უკვე სისხლის კიბოს ნაირსახეობა. ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი (ა/ლ ტიპის ამილოიდოზი) ბევრად უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი.
ეს მონათესავე დაავადებებია, ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურია მათი წარმოქმნა და მიმდინარეობა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში“, – განაცხადა ვასაძემ ვიდეომიმართვაში.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ლევან ვასაძეს ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება დაუდგინეს - მას ქიმიოთერაპია უტარდება
🔵დათო კიკალიშვილი ცნობილ ექიმზეა დაქორწინებული - როგორია წყვილის სიყვარულის ისტორია
🔵ვის აკითხავს არჩილ თალაკვაძე მოტოციკლით და როგორია პოლიტიკოსის ოჯახური ცხოვრება
🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია
.