Digest Logo

„არაა სწორი და კაცის შესაფერი საქციელი შენ რომ შობი მაი...“ - ზურა შევარდნაძე

1637002382
ზურა შევარდნაძე

„გარდენია შევარდნაძის“ შემქმნელი და ცნობილი ბიოლოგ-ბოტანიკოსის ზურა შევარდნაძის წერილი, რომელსაც იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ.

„თორმეტი წლის ვიქნებოდი, ჩვენმა ნათესავის ბიჭმა, სულხანამ 30 მანეთი მესესხა. გავტეხე გოჭი ყულაბა და ჩავუთვალე. გავიდა დათქმული ერთი კვირა და ათიც, არ დამიბრუნა სულხანამ ვალი. ვიქადნებოდი გაუთავებლად, ვიჭაჭებოდი.. მიხმო დათიკო ბაბუამ თავრეჯულა მსხლის ძირას "დიეთხუო უნდა ბაუბა სულხანას, არაა სწორი და კაცის შესაფერი საქციელი შენ რომ შობი მაი.."
- ააა ჩემი საქციელი არ ვარგა და იმის ვარგა ხომ კი?!
- პენსიას რომ ევიღებ მე დაგიმატებ ველოსიპედის საყიდლად მაგ ოცდაათ მანეთს, დიეთხუე სულხანას.
კი ღირს კაცის გაცნობა ოცდაათი მანეთი, უხერხულია.

ბევრი წელი გავიდა მას მერე.
დღემდე არ დაუბრუნებია სულხანას ჩემი ოცდაათი მანეთი, როცა ვხვდები უსაშველო უხერხულობა მიპყრობს და რა თქმა უნდა დათიკო ბაბუა მახსენდება, სულხანამ იგიც არ იცის მისი ვალი დათიკომ ოცდაათი წლის წინ გადამიხადა.
რამდენი სიხარული დაიმიტოვა ამ თითონ გაუხარელმა კაცმა.
მისგან მიღებული სიყვარულის, მძიმე, პირამდე სავსე გუდა ჯერ არ გამიხსნია, აწი ვაპირებ. არ მგონია იოლად გათავდეს“, - წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვინ ხართ? სად გაიზარდეთ? რა დაგიშავათ ამ ქვეყანამ ასეთი?“ - ვის მიმართავს თინა ხიდაშელი

🔵„114 000 ლარი გადაიხადეს ინსბრუკში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომ პროცედურაში“ - პროკურორი

🔵„შევედი ოთახში... დაიღალე? გაიყინე? მეკითხება “ - რას წერს ხატია დეკანოიძე ელენე ხოშტარიაზე

🔵„ერთი რამ დღესავით ნათელია...“ - რა სტატისტიკას ასაჯაროებს ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„ძალიან მეწყინა, ცოტაც და ტირილს ვაპირებდი...“ - რა შეემთხვა ნინა სუბლატს

🔵„ჩემი გულის გამხეთქი „მემორი“... ყოველ მეორე დღეს ასეთები მივარდება და აღარ ვიცი, რა მოვუხერხო“ - რას წერს ინგა გრიგოლია

🔵„შემთხვევით გაიგეს, რომ მძიმე პაციენტი ჩამოგვყავდა. მომენტალურად ამოვიდნენ“ - რა შეემთხვა სასწრაფო ბრიგადას

🔵VIDEO: „ჩემი, ჩემი ძმისა და დედაჩვენის სახელით“ - მიხეილ სააკაშვილის შვილი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს