საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი, ფიქრია შიომღვდლიშვილი თავისი კოლეგის, სასწრაფოს მანქანის მძღოლის, სოსო კვინიკაძის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გამორჩეულად პროფესიონალი იყავი და ასეც დაასრულე… მშვიდად,უსაფრთხოდ მიიყვანე ყველა დანიშნულების ადგილას და მერე წახვედი, სულ წახვედი…
არსებობს ღირსეული სიცოცხლე და ასე იცოცხლე… იშვიათად, მაგრამ ასევე არსებობს ღირსეული გარდაცვალება და შენ ესეც შეძელი…
აზრი არ აქვს აღარაფრის დამატებას,უბრალოდ მშვიდობით სოსო, ჩვენო დიდო ტკივილო და ძვირფასო მეგობარო…“ - წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: