ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უნგრეთში, სერბეთსა თუ ბულგარეთში პირბადით ტურისტების გარდა არავინ დადის, ასევე არ ითხოვენ კოვიდპასპორტებს სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებსა და სასტუმროებში.
ექიმის თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ კოვიდრეგულაციები, რომელიც ოფიციალურად არსებობს, რეალურ ცხოვრებაში არ გამოიყენება.
„სახელმწიფო ოფიციალური რეგულაციები რას ამბობენ, ეს სხვა ამბავია და გასცდები თუ არა ავსტრიას,
ცხოვრებაა, თითქოსდა კორონა ყოფილიყოს რაღაცა საშინელი სიზმარი მხოლოდ ჩემთვის და მათ ეს გაგონილიც არ ჰქონდეთ.
უნგრეთში, ან სერბეთში და ან ბულგარეთში უკვე პირბადით თუ ვინმეს ნახავ, 100% ტურისტია და არსად, არც რესტორანში, არც სასტუმროში არავის მოუთხოვია არავითარი აცრის თუ გამოჯანმრთელების საბუთი. ავტობუსითაც და ტრამვაითაც ვიმგზავრე და იქაც პირბადიანი მხოლოდ და მხოლოდ ტურისტია. თითქოსდა გლობალიზირებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ.
თითქოსდა სადმე ვინმემ თუ რაღაცა კურიოზული ქნა, სამ წუთში იცის მთელმა მსოფლიომ და ამ თემაზე პრაქტიკულად და ცხოვრებაში ყველანაირი რეგულაციის მოხსნაზე ამხელა ქვეყნებში, ჯერ არაფერი გამიგია. მოკლედ, გვასაზრდოებენ იმით, რაც „მიღებულია“ და „არ ვარდება სისტემიდან“. ცხოვრებისეული რეალობა რომ ნახო, უნდა იმგზავრო“, - წერს იაგო ფრანგიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ👇
🔵VIDEO: „შეხვედრა ჯგუფელ გოგონებთან, 19 წლის შემდეგ" - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს დემნა გვასალია
🔵„ოჯახს კლინიკაში უთხრეს, განწირულები ხართო" - 20 წლის პოეტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
🔵VIDEO: „მადლობა პრეზიდენტს" - ნახეთ, რატომ უხდის მადლობას კულუმბეგოვი სალომე ზურაბიშვილს