დღეს, 22 დეკემბერს საკორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შესახებ ახალი რეგლამენტი გასცა.
საზოგადოება შეზღუდვების შემსუბუქებას ელოდებოდა, თუმცა ეს ესე არ აღმოჩნდა.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.
„მავნებელო ხელისუფლებავ, არც ტრანსპორტს რომ არ ხსნით და არც ბაზრობებს, მხოლოდ ღარიბ ხალხს ურტყამთ ხომ თქვე ფაშისტებო?
და როდესაც ვამბობ, რომ გენოციდს ცდილობს ხელისუფლება მეთქი, არ მეთანხმებით... მიზანმიმართულად ღარიბების კიდევ უფრო განადგურება გენოციდი არ არის? კიდევ ერთხელ ვიმეორებ - „ქართული ოცნება" მოსახლეობის გენოციდის რეჟიმშია და უნდა მიიღოს ის პასუხი, რასაც ტირანი ხელისუფლება იმსახურებს“- წერს არჩილ გამზარდია.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ;
რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება საახალწლოდ - ყველა ინფორმაცია მოკლედ